სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის პირველკლასელებს პედაგოგებმა საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქციეს
28-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში დიდი შემართებით შეაბიჯეს. 

Iა და Iბ კლასების მოსწავლეებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. 

Iა კლასის ხელმძღვანელი მარინა მაღლაკელიძე და Iბ კლასის დამრიგებელი ნათია ჟორჟოლიანი მოსწავლეებს „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვნენ. 

„ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო. დამთავრდა. წინასაანბანო პერიოდი და შემობრძანდა ქართული ანბანი.

პატარებმა შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი მასალა. გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ასრულებდნენ თითოეულ მათგანს. აპლიკაციებით გააფერადეს „ია“, ფერადი მავთულებით გამოსახეს „ი“ და „ა“ ასო-ბგერები.

პედაგოგებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და ხოტბა შეასხეს მის შექმნილ „დედა ენას“. მასწავლებლება ასევე ბავშვებს აჩვენეს ვიდეორგოლი, სადაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გაცოცხლებული იაკობ გოგებაშვილი პატარებს ულოცავს ანბანის შემობრძანებას და უსურვებს მათ წარმატებებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება