| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
20 ოქტომბერს, მე-6ა (დამრიგებელი - სოფო გველესიანი), მე-6ბ (დამრიგებელი - მაია ნიკოლაძე) და მე-6გ (დამრიგებელი - აზა ჯამბურიძე) კლასების მოსწავლეებმა, წარმოადგინეს მინი-პროექტი საგანში - „ჩვენი საქართველო“ (მასწავლებელი ვახტანგ შარადენიძე).
პროექტი, სახელწოდებით - „კახეთის ყურძნის ჯიშები“, მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებს შესაბამისი ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის გამოყენებით უნდა მოეძებნათ ინფორმაცია კახეთში არსებული ნებისმიერი სამი სხვადასხვა გამოყენების - საღვინე, ჩურჩხელისა და სუფრის ყურძენის - ჯიშზე. შემდეგ დაემუშავებინათ მოპოვებული ინფორმაცია და მოკლე მონაცემები ყურძნის გავრცელების არეალზე, თვისებებზე, უპირატესობებზე, ნაკლოვანებებსა და ა.შ. ორი კვირის ვადაში კი თვითნაკეთი, სათანადოდ გაფორმებული ბროშურის სახით საკლასო ოთახში წარედგინათ.
მოსწავლეებმა ხალისით, დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს მიცემული დავალება და საინტერესო ბროშურები შექმნეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა