სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-10 კლასელებმა მოწამეთას მონასტერის ეზოში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია მოაწყვეს
24-10-2025
-
+


22 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-10ა და მე10გ კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელები: თეა მეშველიანი და სალომე საგანელიძე) არაფორმალური განათლების ეგიდით, მოწამეთას მონასტერს ეწვივნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა - ლალი ტუკვაძემ, ნინო ლიპარტელიანმა, აზა ჯამბურიძემ და გულო ხუსკივაძემ აღნიშნული აქტივობა სასწავლი წლის დასაწყისში კათედრის სხდომაზე დაგეგმეს. 

„რადგან მოსწავლეები გადიან ძველი ქართული ლიტერატურის კურსს და პროგრამა იწყება სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშების გაცნობა-შესწავლით, უპრიანი იქნებოდა, წინსწრებით ენახათ მოწამეთას მონასტერი, გასაუბრებოდნენ იქ მოღვაწე ბერებს, დაემუშავებინათ მასწავლებლების მიერ მითითებული საკითხები.

საკუთარი თვალით ნანახი და იქ განცდილი შთაბეჭდილება უფრო სიღრმისეულად განაცდევინებდათ ბერული ცხოვრების სიწმინდესა და მნიშვნელობას, რაც მათ წაადგებოდათ გრიგოლ ხანძთელისა და მისი სულიერი ძმების ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გააზრებაში“,- გვეუბნებიან ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას სკოლაში. 

მოსწავლეებმა საკვები პროდუქტები და საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები მიუტანეს მონასტერში მოღვაწე ბერებს, გაესაუბრნენ მათ. მამა ნეოფიტემ საინტერესოდ აუხსნა მათ, როგორია ბერული ცხოვრების ყოველდღიურობა, რატომ სჭირდებათ სულიერი და ფიზიკური სიმტკიცე, რათა მთელი ძალისხმევით ემსახურონ უფალს, დასმულ შეკითხვებს გასცა ამომწურავი პასუხები, დალოცა ყველანი და აცხო წმინდა ზეთი.

მოსწავლეები მონასტრის ეზოს მყუდრო ადგილას შეიკრიბნენ. პედაგოგმა ლალი ტუკვაძემ გახსნა კონფერენცია თემაზე - „სულიერი თავშესაფარი-ბერმონაზვნობა, როგორც ქრისტიანული ცხოვრების მოდელი“. 

მასწავლებელმა გამოხატა სურვილი, ბავშვებს ამ უწმინდეს ტაძარში გულწრფელობითა და რწმენით გადმოეცათ თავიანთი სათქმელი.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა: ანი თოფურიამ, ბარბარე გორგოძემ,მარიამ ნასრაძემ, მარიამ კბილაძემ, ანასტასია მაჩიტიძემ, ნია გიორგიძემ, ანანო კოჩივარმა, ლიზი ხურციძემ, ლიზი ვაშაყმაძემ, ხატია ბაკურაძემ და ანასტასია ჩაკვეტაძემ წარმოადგინეს საინტერესო თემები: „მოწამეთას მონასტრის ისტორია’’, „მონასტერი, როგორც სულიერი თავშესაფარი“, „ბერული ცხოვრების დედააზრი“,ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები“, „სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე-ბერის ცხოვრების ყოველდღიურობა“,„ბერული ცხოვრების არსი“, „ხატწერა-მარადისობის სარკმელი“, „მონაზვნური ღვაწლი და წმინდანთა სახეები“.

პედაგოგმა აზა ჯამბურიძემ გააცოცხლა მონასტრის დაარსების ხალხური თქმულება და წაიკითხა საინტერესო ლექსი, მიძღვნილი წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე მხეიძეების მიმართ.

შემოდგომის თბილი, მზიანი დღე, მდინარე წყალწითელას ულამაზესი ხეობა, სიყვითლეშეპარული ტყე, სანთელ-საკმევლის სურნელი საოცარ განწყობას უქმნიდა ყველას.სამახსოვრო ფოტოებმა კარგად დააფიქსირა ბავშვების ემოციები.

„ეს ლამაზი, შთაბეჭდილებით აღსავსე დღე მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ დაუვიწყარ მოგონებად და დააფიქრებთ წინაპრების სულიერ სიმტკიცესა და ქრისტეს ერთგულ მსახურთა როლზე ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება