სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

22 წლის წინ ჩაყრილი მეგობრობის ისტორია - თბილისის N124 საჯარო სკოლა ტრადიციებს არ ღალატობს
24-10-2025
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა ტრადიციებს არ ღალატობს. 

სკოლამ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის წერაქვის საჯარო სკოლასთან ძველი მეგობრობა განაახლა. 

სკოლის სახელმწიფო ენის კათედრა, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, ქვემო ქართლში წერაქვისკენ გაემართა, სადაც 22 წლის წინ ჩაყრილი მეგობრობა განახლდა და განმტკიცდა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად გაიხსენეს წარსული და სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

„ოქტომბრის 1-ელი... შემოდგომისთვის ჩვეული სასიამოვნო, იდუმალებით დატვირთული დღე გათენდა...   სახელმწიფო ენის კათედრა კარგა ხანია ვემზადებოდით ამ დღისთვის მოსწავლეები, დირექცია და მასწავლებლები. ასეთივე სამზადისი იყო 22 წლის წინ, როდესაც ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის - იზო  სამუშიას ინიციატივით, გადაწყდა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის დამეგობრება მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის წერაქვის საჯარო სკოლასთან, რომლის სათავეში იდგა პროზაიკოსი, ერის მოჭირნახულე, უნიკალური პიროვნება  ნოდარ წულეისკირი.

ქვემო ქართლი...მრავალ ქარტეხილგამოვლილი, საოცარი ფერთა სიუხვით გადაიშალა ჩვენ თვალწინ. შემოდგომის სურნელი ტრიალებდა, მაგრამ მოფუსფუსე ადამიანები არსად ჩანდნენ.ილიას სიტყვები გაგვახსენდა, „ვაი, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ?!“ ორსართულიანი სკოლა თითქმის ცარიელი,12-ოდე მოსწავლე ეუფლება სწავლა-განათლებას.

ძალიან თბილად მიგვიღეს, გვიმასპინძლეს, მოიხიბლნენ ჩვენი გოგო-ბიჭების შემოქმედებითი ნიჭით, რომლებმაც ვეებერთელა სითბო და სიყვარული ჩადეს თავიანთ ხელნაკეთებში, რათა თანატოლების გული გაეხარებინათ. ჩვენი სკოლის დირექციამ  სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასკოლო ნივთები და საჭირო ლიტერატურა  საჩუქრად გადასცა წერაქვის სკოლას.

წერაქველმა პედაგოგებმა სათუთად შენახული 22 წლის წინანდელი ვიდეომასალა გვაჩვენეს და ერთად გავიხსენეთ დამეგობრების ის ლამაზი დღეები.

მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმსაც ვესტუმრეთ, აღტაცებულები ვტკბებოდით ულამაზესი ბუნების ხედებით და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ამ კუთხემ გაუმძაფრა ჩვენს გენიოს მწერალს მშობლიური მიწის უკიდეგანო სიყვარული, რომლის სამსხვერპლოზეც წარბშეუხრელად მიიტანა თავისი სიცოცხლე.  

 უზომო მადლიერებას გამოვხატავთ წერაქვის სკოლის დირექციისა და პედაგოგების, ასევე ჯავახიშვილის მუზეუმის დირექტორის თათია შენგელაიას მიმართ.                                                          

ვუსურვებთ სკოლას მოსწავლეთა სიმრავლეს, ამ ლამაზ კუთხეს აღორძინებას, ხალხით აჟრიამულებას, ნათელსა და  ბედნიერ მომავალს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

                                      


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება