სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, საჩხერის N1 სკოლის წარმატებული პედაგოგი ელისო ენუქიძე, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზეა წარდგენილი 
23-10-2025
-
+


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე პედაგოგი ელისო ენუქიძე წარადგინა. 

ელისო ენუქიძე დაწყებითი კლასების კომბინირებული საგნების მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე სამ ათეულ წელზე მეტია დგას.

„19 წლის ასაკში შევაღე საჩხერის N1 საჯარო სკოლის კარი და იმ დღიდან  ეს სკოლა ჩემი ოჯახი გახდა. იმ დღიდან უზომოდ შევიყვარე ჩემი პროფესია“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

მისი გაკვეთილები თუ არაფორმალური აქტივობები გამორჩეული საინტერესო და მრავალფეროვანია, მისთვის მნიშვენლოვანია კლუბური მუშაობაც, შედეგიც არ აყოვნებს. მისი მოსწავლეები არაერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო პროექტების გამარჯვებულები არიან. 

„არასოდეს არანაირი ამბიცია არ მქონია, გარდა ერთისა მერქვას კარგი მასწავლებელი“,- აღნიშნავს ელისო ენუქიძე და საკუთარ პროფესიას ერთგულად ემსახურება.

სკოლაში მასწავლებელს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„ნამდვილად გვეიმედები და გვეამაყები, ელისო! მრავალი წელი გეღვაწოს და აღგეზარდოს ღირსეული თაობები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება