სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შუშანიკის წამება“- ქართული სიტყვიერების სათავეებთან“ - შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი უდაბნოს საჯარო სკოლაში 
23-10-2025
-
+


იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და ბავშვებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

22 ოქტომბერს, უდაბნოს საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა საჩვენებელი პროექტ-გაკვეთილი, რომლის თემა გახლდათ - „შუშანიკის წამება“- ქართული სიტყვიერების სათავეებთან. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი როზა თავაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ჩვენამდე მოღწეულ პირველ ორიგინალურ ნაწარმოებზე.

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, წამოიჭრა ბევრი საკითხი, სხვა ბევრთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, კითხვა - თუ რატომ უნდა ისწავლოს თანამედროვე ადამიანმა მე-16 საუკუნის წინ დაწერილი თხზულება? გაკვეთილზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნაწარმოებში, ავტორზე, მე-5 საუკუნის ქართლზე, ისტორიულ-ლიტერატურულ ღირებულებაზე, ჰაგიოგრაფიის ჟანრსა და მის მნიშვნელობაზე.

გაკვეთილს ესწრებოდნენ ენების კათედრის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება