სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩივთქილისის საჯარო სკოლ​ის მოსწავლეთა წარმატება მაგიდის ჩოგბურთ​ის ტურნირში
21-10-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, რაც ბავშვების მიღწევებზე აისახება. 

ახლახან, ჩივთქილისელმა მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს „ოთხთა ტურნირზე“.

18-19 ოქტომბერს, ხულოში გაიმართა მუნიციპალიტეტის „ოთხთა ტურნირი“ მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ჩივთქილისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა - დავით პოგოსიანმა და არტურ პეტროსიანმა (U15, 2010–2011 წწ.) წარმოაჩინეს ნამდვილი სპორტული ოსტატობა.

ფინალში ერთმანეთს სწორედ ჩივთქილისის ​საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და წალკის გუნდის ჩივთქილისური ფინალი გაიმართა. 

საერთო ჯამში, წალკის გუნდის 16 ჩოგბურთელიდან 5 მედალი მოიპოვა, რაც ჩივთქილისელი სპორტსმენების მონდომებას უსვამს ხაზს. 

„გულწრფელად ვულოცავთ დავითსა და არტურს, მათ ოჯახებს, სკოლას, სოფელ ჩივთქილისას და მთელ წალკას ამ ღირსეულ წარმატებას! მადლობას ვუხდით წალკის სასპორტო სკოლას ნდობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება