| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კლუბი Beam With Books, რომლის წევრებიც ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეცნობიან, წაკითხულს ერთმანეთს უზიარებენ, მსჯელობენ.
2025-2026 სასწავლო წელს კლუბმა მუშაობა აქტიურად განაახლა. წელს, Beam With Books-ს ახალი ლიდერი თეკლა კოსტავა ჰყავს. დღემდე Beam With Books-ს თაკო ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა, რომელის საქმიანობასაც სკოლაში მეტად ნაყოფიერად აფასებენ. ის კლუბის აქტიურ წევრად რჩება.
„ჩვენ დავიწყეთ, Beam With Books წინ! ვულოცავთ, კლუბის ახალ ლიდერს თეკლა კოსტავას. მადლობას ვუხდით, თაკო ცეცხლაძეს, რომელმაც ღირსეულად ატარა კლუბის ლიდერის სტატუსი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა