სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლე საერთაშორისო კონფერენციაზე შთამბეჭდავი პრეზენტაციით წარდგა
20-10-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, ღირსეული, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღზარდონ.

სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების დამსახურებით, ადგილობრივი მოსწავლეები იძენენ სიღრმისეულ ცოდნას და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში.

ახლახან ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ჩოგოვაძემ წარმატებით წარადგინა პრეზენტაცია Teachers Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „სკოლა ყველასთვის - მომავალი თაობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს სკოლების წარმომადგენლები.

როგორც ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში გვიამბობენ, ანასტასია ჩოგოვაძემ პრეზენტაციისას წარმოაჩინა, თუ როგორ შეუძლია ინკლუზიურ განათლებას სოციალური უთანასწორობის გამოწვევებთან გამკლავება, რამდენად მნიშვნელოვანია ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება და პრაქტიკაში დანერგვა.

„მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, თუ როგორ უწყობს ხელს სასკოლო გარემო მოსწავლეთა შესაძლებლობების რეალიზებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას. მისმა გამოსვლამ საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის ტელევიზიის TV-32-ის წარდგენამ, რომელიც ყველა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინოს თავისი უნარები. ყოველკვირეული გადაცემების მეშვეობით მოსწავლეები ამზადებენ სიახლეებს, ინტერვიუებს და ისტორიებს. ასევე, ანასტასიამ აუდიტორიას გაააცნო მისი ავტორობით შექმნილი წიგნი The Path Of Life (ცხოვრების გზა) შესახებ:

პედაგოგები გახლავთ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალი

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია“, - აღნიშNულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება