სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

All about me - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა სასწავლო პროექტის საინტერესო პრეზენტაცია 
20-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო პროექტებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. 

17 ოქტომბერს მე-8 კლასში, ინგლისურ ენაში ჩატარდა პროექტის - All about me პრეზენტაცია. 

მე-8 კლასის დამრიგებელი შორენა კოხრეიძე გახლავთ, ინგლისურ ენას კი ბავშვებს პედაგოგი სალომე საგანელიძე ასწავლის. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები.

თითოეულმა მონაწილემ ინგლისურ ენაზე წარმოადგინა ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ - მათ ისაუბრეს საკუთარ ინტერესებზე, ჰობიზე, საყვარელ საგნებსა და მომავლის გეგმებზე.

პროექტის მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს განევითარებინათ კომუნიკაციის უნარები და შეძლებოდათ საკუთარი თავის შესახებ საუბარი თავისუფლად და გამართულად.

პროექტის სხვა მიზნები იყო:

მოსწავლეებში საკუთარი თავის წარმოდგენის უნარის გაღრმავება ინგლისურ ენაზე;

საუბრის (Speaking), მოსმენის (Listening) და წერის (Writing) უნარების გაუმჯობესება;

აქტიური ლექსიკის გამდიდრება და გრამატიკული ცოდნის გაძლიერება;

მოსწავლეთა შემოქმედებითი და დამოუკიდებელი მუშაობის წახალისება;

კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარების განვითარება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა წარმატებით უზრუნველყო ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება