სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ირგანჩაის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს
20-10-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს. ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პატარებს პედაგოგი ნონა სელიმაშვილი შეუძღვა და ბავშვებს საზეიმო გაკვეთილი შესთავაზა. 

სკოლის ქართულ სექტორში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები მოწიწებით და დიდი სიყვარულით ეცნობიან ქართულ ანბანს. შემდეგ კი აგრძელებენ სწავლას სახელმწიფო ენაზე.

პირველი საანბანიო გაკვეთილი შთამბეჭდავად წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეები არაერთ სახალისო და შემეცნებით აქტივობაში ჩართო. 

„ბავშვებს ქართული ენის საფუძვლიანად დაუფლებაში დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნონა სელიმაშვილი ეხმარება. სექტორის მისიაც სწორედ ისაა, რომ აზერბაიჯანელი მოსწავლეები, მათი მშობლები და,  ზოგადად, თემი ინტეგრირდეს ქართულ საზოგადოებაში. სექტორი ამ მისიას შესანიშნავად ასრულებს კვალიფიციური კადრების საშუალებით“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენის ხარისხიან სწავლებას დიდი მნიშვნელობა ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება