სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოშვილის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ტური ჩატარდა 
20-10-2025
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

8 ოქტომბერს, ნინოშვილის  საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო შეჯიბრება ჩატარდა. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა კონკურსით გათვალისწინებულ სამ ასაკობრივ კატეგორიაში. გუნდებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები იყვნენ გადანაწილებულები. მე-3-მე-4-მე--5 კლასების ასაკობრივ კატეგორიაში შეიქმნა სამი გუნდი: „მზე“, „გენიოსები“ და „მერცხალი“.

ძალზე საინტერესო და ემოციურ  ბრძოლაში გამარჯვება დარჩა „მზეს“, რომელმაც 78 ქულა მოაგროვა.

მეორე ადგილზე 67 ქულით გავიდა „გენიოსები“, „მერცხალი“ კი 55 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

მე-6-მე-7-მე-8 კლასების კატეგორიაში ასევე სამი გუნდი შეიქმნა: „გენიოსები“, „მეგატვინები“  და  „ნინოშვილის ტვინები“. შეჯიბრება აქაც საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. 48 ქულით გამარჯვება „გენიოსებს“ დარჩათ, მეორე ადგილზე 41 ქულით „მეგატვინები“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ნინოშვილის ტვინებს“ დარჩათ 30 ქულით.

ზედა ასაკობრივ ჯგუფში ერთმანეთს შეეჯიბრა მე-9 კლასის გუნდი „ულტრატვინები“ და მე-10 კლასის გუნდი „ჭკუის კოლოფები“. ამ ასაკობრივ კატეგორიაში აშკარა უპირატესობით გამარჯვება მე-10 კლასის გუნდ „ჭკუის კოლოფებს“ დარჩათ 60:32.

სკოლა ემზადება საქალაქო ტურისთვის, სადაც თითოეულ კატეგორიაში ასევე ნაკრები გუნდებით წარდგება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება