სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე მოსწავლეთა STEAM განათლებ​აზე აქტიურად ზრუნავს
20-10-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი, ინოვატორი და აქტიური პედაგოგი ხათუნი ასანიძე  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ხშირად  უწევს პროფესიულ მხარდაჭერას და მათთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ტექნოლოგიური მიმართულების პროექტებსა და ვებინარებში.

მისი ინიციატივით, ვარდისუბნის, ცოდნისკარის, ლაგოდეხის N1 და თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ გურჯაანის ტექნოპარკს, სადაც მიმდინარეობს ვებინარები და პრაქტიკული სესიის ტიპის შეხვედრები თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის, სტარტაპ ეკოსისტემის გაცნობისა და ინოვაციებზე დაფუძნებული აზროვნების განვითარების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირებას ხშირად უზრუნველყოფს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რითაც, როგორც ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი გვეუბნება, მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ახალგაზრდების განათლებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

პედაგოგის ინოვაციურ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით მხარს უჭერენ:

  • საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ხათუნა შუშტაკაშვილი;
  • სკოლის დირექტორი - თამარ კაპანაძე.

ასევე, გურჯაანის ტექნოპარკი, რომელიც პერიოდულად აფინანსებს პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ჩართულობას და ზრდის მათი შესაძლებლობების ფარგლებს.

1, 2 და 3 სექტემბერს პედაგოგის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის ტექნოპარკის ვებინარსა და პრაქტიკულ სამუშაოებში, სადაც გაეცნენ შემდეგ თემებს:

  • რა არის სტარტაპი და სტარტაპ ეკოსისტემა;
  • ინოვაცია, გრანტი, ჰაკათონი და საგანმანათლებლო კონკურსები;
  • წარმატებული სტარტაპ-ქეისების ანალიზი.

მეორე დღეს მოსწავლეებმა შეისწავლეს „ჰარდვეარი“, ჭკვიანი მოწყობილობების შექმნის პროცესი და დანადგარების მუშაობის პრინციპები.

მესამე დღე დაეთმო მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ ტრენინგებს - ვიზუალური პროგრამირება (Scratch), ვებსაიტების შექმნა კოდირების გარეშე და სხვა მიმართულებები.

ვებინარის ტრენერები იყვნენ - თორნიკე ბაკურაძე, ლაშა მიქიაშვილი, ზურაბ წიკლაური და მარიამ ხაჩიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 20 მოსწავლე ვარდისუბნის, ცოდნისკარისა და თამარიანის საჯარო სკოლებიდან.

5, 6, 7, 12, 13, 14 სექტემბერს კი მოსწავლეები ჩაერთვნენ ვორქშოპებში, გუნდურ პროექტებში და პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავეს რეალურ გარემოში.

Printomato, TelAgri და Adviso – თითოეულმა სტარტაპმა გამოავლინა საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც სტაჟირებაზე გადიან და პირდაპირ ერთვებიან სამუშაო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ხათუნი ასანიძე არის ვარდისუბნის საჯარო სკოლის STEAM კლუბის ლიდერი პედაგოგი, რომლის მიზანია მოსწავლეებმა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა რეალურ პროექტებზე მუშაობით, პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეისწავლონ. კლუბის სლოგანია - „გაბედე - გახდი ის, ვინც ქმნის მომავალს!“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება