სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წახანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე განსაკუთრებულად ზუნავენ 
17-10-2025
-
+


​ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემო. დირექცია და პედაგოგები ბავშვების განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელია, სათხუთმეტსექტემბრო ღონისძიება. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

ლამაზად მორთულმა სასკოლო სივრცემ, გულთბილმა საზეიმო მიღებამ და ლამაზმა ღონისძიებამ ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

სკოლის დირექტორმა მირანდა ტაბატაძემ მოსწავლეებს წარმატებული სასწავლო წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„ეს დღე ყოველთვის სავსეა სითბოთი, ახალი გამოწვევებითა და სასიამოვნო მოლოდინებით.

მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებით, მოტივაციით და ბედნიერი წუთებით სავსე სასწავლო წელს, მასწავლებლებს ძალასა და შთაგონებას, მშობლებს კი - შვილების მიღწევებით სიხარულს. წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი გქონდეთ ყველას“,- აღნიშნა დირექტორმა. 

აგერ უკვე მე-4 კვირაა სასწავლო წელი დაიწყო, პირველი სასწავლო დღის განწყობა კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება