სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით, ნინოწმინდის N1 სკოლის პედაგოგი გაიანე მარკოსიანი, რომელიც განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
16-10-2025
-
+


ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი გაიანე მარკოსიანი მოსწავლეთა აღზრდა-განათლების საქმეს არაერთი წელია ღირსეულად ემსახურება. 

პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ახლახან კი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერთან, ანივარდ მოსოიანთან ერთად ღვაწლმოსილი პედაგოგი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 

პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს, წლების განმავლობაში განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

გაიანე მარკოსიანი ბოგდანოვკის რაიონის სოფელ ჟდანოვში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ლენინაკანის N33 მათემატიკის მიმართულების საშუალო სკოლა, შემდეგ ხ. აბოვიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სწავლის დასრულების შემდეგ კი დღემდე მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ემსახურება. სკოლაში მუშაობის პარალელურად 1993-2000 წლებში მუშაობდა თბილისის ეროვნული უნივერსიტეტის ნინოწმინდის ფილიალში („გაენათი“), სადაც მიენიჭა დოცენტის წოდება.

ორჯერ არჩეული იყო სკოლაში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში მიღებული აქვს  მრავალი დიპლომი და სიგელი. პედაგოგი სკოლის დირექტორმაც დააჯილდოვა, როგორც „საუკეთესო დამრიგებელი“. 

პედაგოგი პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს, აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. წარმატებით დაასრულა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

პედაგოგის შესახებ ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ სიუჟეტი მოამზადა

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება