სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის ყველა პროექტში მონაწილეობენ
15-10-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან - ნანა სვანიძესა და მარინა ასათიანთან ერთად, ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის ყველა პროექტის, ღონისძიებისა თუ დისკუსიის აქტიური მონაწილეები და საუკეთესო მკითხველები არიან.

სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს კარგად ესმით, რომ „წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“. 

ლიტერატურა ხომ სულიერების მასაზრდოებელია, მისი გავლენა ადამიანზე ძალიან დიდია. მან შეიძლება ადამიანი დააფიქროს ცხოვრებაზე, უფრო მეტიც, მთლიანად შეცვალოს თითოეულის ცხოვრების სინამდვილე. ის გვეხმარება, რომ იქცე უკეთეს ადამიანად, ვიდრე აქამდე იყავი, შესწევს უნარი შენი სულიერი ზრდა გამოიწვიოს და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და მის დამკვიდრებაში დაგეხმაროს.

მოსწავლეებმა მოიძიეს მათთვის საინტერესო და საჭირო ლიტერატურა. სამახსოვროდ გადაეცათ ყველასათვის საყვარელი იღუმენია დედა ქეთევანის (კოპალიანის) ლექსების კრებული და დავით კოპალიანის წიგნი. 

სკოლა, სადაც პედაგოგები მოზარდებს კითხვის უნარებს უნერგავენ, ყოველთვის წარმატებულია! ის, ვინც კითხულობს, ️სამყაროს თავისუფალი თვალით უყურებს და აქვს შესაძლებლობა დაფიქრდეს, აღმოაჩინოს მისთვის ფასეული, იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში.

მოსწავლეებს წარმატებები უსურვა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა და ბავშვები კი დაჰპირდნენ, რომ კვლავ ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები იქნებიან. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება