სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში მშვიდი ოჯახური გარემოს შესაქმნელად კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა საუკეთესო საფუძველია“ - კამარლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი
10-10-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კამარლოს საჯარო სკოლის ზღურბლს წელს ხუთმა პირველკლასელმა გადააბიჯა. დირექციისა და პედაგოგების მთავარი მიზანი იყო, პატარებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ და ხალისით დაეწყოთ სასკოლო ცხოვრება, არდადეგებიდან დაბრუნებულ უფროსკლასელებს კი დახვედროდათ კეთილმოწყობილი გარემო. მცირეკონტიგენტიან საბაზო სკოლაში, სადაც სულ 75 ირიცხება, მოსწავლეთა მიღება განსაკუთრებულად ახარებთ.

როგორც სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი აღნიშნავს, სათხუთმეტსექტემბროდ ყოველ წელს საგულდაგულოდ ემზადებიან, სასწავლო წელი კი მზრუნველობითა და სიყვარულით იწყება. 

კამარლოს საჯარო სკოლა საბაზო და მცირეკონტიგენტიანია, სადაც სულ 75 მოსწავლე ირიცხება, 5 პირველკლასელის ჩათვლით, რომელთაც წელს პირველად შემოაღეს სკოლის კარი და ჩვენ სიხარულით და სიყვარულით დავხვდით, რადგან თავი უცხოდ არ ეგრძნოთ და ადვილად ადაპტირებულიყვნენ. ყოველ წელს მომზადებული ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას და არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს ყველა პირობას ვუქმნით, რომ აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი მეიტი გაჯიევი.

სკოლაში 19 პედაგოგი მუშაობს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან თავიანთ საქმეს. დირექტორის თქმით, მოსწავლეებიც მონდომებით და ენთუზიაზმით ეუფლებიან ცოდნას.

„სკოლაში 19 პედაგოგი მუშაობს, ისინი თავისი საქმის კარგად მცოდნე, მოტივირებული მასწავლებლები არიან. მოწოდებულნი არიან მოსწავლეებს მისცენ სრულყოფილი განათლება. მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებიც მონდომებულები რიან და დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ცოდნას.

მიხარია, რომ საბაზო საფეხურს მე-10 კლასი დაემატა, რაც დამატებითი შესაძლებლობაა როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რათა ბავშვები უფრო მეტად მომზადებულები გადავიდნენ შემდეგ საფეხურზე - მეზობელ სოფელში სწავლის გასაგრძელებლად. მათი წარმატება ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობ ჩვენთან ჩაყრილი საფუძველი შემდგომში განვითარებაში ეხმარებათ. წელს, მაგალითად ჩვენი მოსწავლეებიდან ოთხმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. მახარებს, რომ ჩვენს მონდომებასა და ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია, კარგი საბაზო განათლება საფუძველია შემდგომი წარატებისთვის“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე 43 წელია დგას, აქედან ​12 წელია - დირექტორის პოზიციაზე.

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში უსაფრთხო და მეგობრული გარემო სუფევდეს.

„43 წელია ვემსახურები მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას და 12 წელია დირექტორის პოზიციას ვიკავებ, ჩემთვის მთავარია მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლაში თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ, მშობლებს არ ეშინოდეთ ბავშვების სკოლაში გამოშვება, ამისთვის გვყავს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც სკოლაში სიმშვიდეს უზრუნველყოფს, ყოველ დღე ესაუბრება მოსწავლეებს, რათა არ იყოს ბულინგი და ბავშვებმა მეგობრულად და მშვიდად იგრძნოს თავი. მე ყოველ დღე ვესაუბრები პედაგოგებს, ვუხსნი რა და როგორ დაგეგმონ, რომ სწავლება უფრო საინტერესო იყოს და მოსწავლეები კი მეტად დაინტერესდნენ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

მისი თქმით, სკოლის პატარა კოლექტივი ერთი დიდი ოჯახივითაა და დასძენს, რომ კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა საუკეთესო საფუძველია მშვიდი და ოჯახური გარემოს შესაქმნელად. 

„მოსწავლეებთან საოცრად კარგი დამოკიდებულება მაქვს, მოგეხსენებათ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა მოსწავლის საჭიროება, ინტერესი, გამოწვევები ვიცით, გვერდში ვუდგავართ და გვიყვარს ისინი. ბავშვები ამას გრძნობენ და თავადაც დიდი პატვისცემითა და მორიდებით მეპყრობიან. მიმაჩნია, რომ კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა საუკეთესო საშუალებაა, როგორც პედაგოგებთან ასევე მოსწავლეებთან   სრული სიმშვიდის და ოჯახური გარემოს შექმნისთვის“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას.

„მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულენოვანია, შესაბამისად დიდ ყურადღება ვაქცევთ სახელმწიფო ენის სწავლებას. გვყავს შესანიშნავი პედაგოგი და მოსწავლეებიც მონდომებულები არიან, გვყავს ბავშვები, რომლებიც ენის უფრო სიღმისეულად შესასწავლად დმანისში, ქართული ენის შემსწავლელი კურსებზე დადიან. მათი ასეთი დამოკიდებულება მახარებს, რადგან მიმაჩნია რომ აუცილებლად უნდა ფლობდე იმ ქვეყნის ენას, რომლის მოქალაქეც ხარ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ უყვართ და კარგად იციან სახელმწიფო ენა!“,- აღნიშნავს მეიტი გაჯიევი

დირექტორი ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ დაივიწყონ განათლების მნიშვნელობა: „მუდამ ახსოვდეთ, რომ სწავლა ყველა გზას გაუხსნით - ჯანმრთელი, განათლებული და შრომისმოყვარე თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალია. მთავარია, იპოვონ საკუთარი პროფესია, რომელიც უყვართ და რომელიც მომავალში გამოადგებათ“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება