სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეს უნდა ჩამოუყალიბო კრიტიკული აზროვნება და გაითვალისიწინო მისი განსხვავებული აზრიც“- ხირსის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ჯანიბეგაშვილი
06-10-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საჯარო სკოლა, რომელიც 17 მოსწავლეს აერთიანებს, ყოველი სასწავლო წლის დაწყებას ახალი თაობის განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება. 

მცირეკონრიგენტიან სკოლაში მოსწავლეთა მიღება გამორჩეულად ახარებთ. წელს სკოლის კარი ერთმა პირველკლასელმა შეაღო, მას სკოლაში მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ. 

სკოლის დირექტორის - თემურ ჯანიბეგაშვილის თქმით, ყოველი 15 სექტემბერი მათთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისია.

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ყოველთვის მომზადებულები ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვადგენთ სასწავლო გეგმას, ვნერგავთ ყველა სიახლეს და საზეიმოდ ვიღებთ მოსწავლეებს. მიხარია მე-10 კლასი რომ დაემატა საბაზო საფეხურს. წელს,  მე-10 კლასში 2 მოსწავლე გვყავს, სკოლაში ინდივიდუალური და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სწავლება მიმდინარეობს. გვაქვს 5 კომპლექტური სწავლების კლასი“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას თემურ ჯანიბეგაშვილი

მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას 16 სერტიფიცირებული მასწავლებელი უზრუნველყოფს. მათი თავდაუზოგავი შრომა კი მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციაზე აისახება. 

„ჩვენი პედაგოგები, თავდაუზოგავად შრომობენ მოსწავლეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად. ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მეზობელ სკოლაში აგრძელებენ, ჩვენთან იმდენად საფუძვლიანი განათლება აქვთ მიღებული, ხშირად, ოქროს მედლის კანდიდატები ხდებიან და უმაღლეს სასწავლებლებშიც წარმატებით აბარებენ, რაც მახარებს. კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარი ვარ და მათ წარმატეტებს მუდამ თვალ-ყურს ვადევნებ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც უკვე ოთხი ათწლეულია მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე დგას. 

პედაგოგიური საქმიანობა მან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან ხირსის საჯარო სკოლაში აგრძელებს მოღვაწეობას, 2014 წლიდან კი ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. მისი აზრით, სასკოლო გარემო უნდა იყოს სამართლიანობაზე, თანადგომასა და თანამშრომლობაზე აგებული. დირექტორი მიიჩნევს, რომ პედაგოგი აუცილებლად უნდა გრძნობდეს ხელმძღვანელის მხარდაჭერას და ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა. მოსწავლეებისთვის კი სკოლა უნდა იქცეს სივრცედ, სადაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოთქმა, მათი ხედვა კი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისიწიმებული

„40 წელია, რაც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ვემსახურები, თავიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში დავიწყე პედაგოგად მუშაობა, 1994 წლიდან აქ გადმოვედი, 2014 წლიდან კი დირექტორად დავინიშნე. სკოლა ჩემთვის ის ადგილია, სადაც ყველა - როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი ოჯახურ სითბოსა და მხარდაჭერას გრძნობს, სადაც ყველას აზრი მოსმენილი და გათვალისწინებულია. ჩემთვის მთავარია სამართლიანობა და მნიშვნელოვანია გონებრივ კომპრომისებზე წასვლა. პედაგოგი ხელმძღვანელის მხრიდან თანადგომას უნდა გრძნობდეს, ხედავდეს, რომ მას გვერდში უდგახარ და ხელს უწყობ პროფესიულ განვითარებაში. საუკეთესო პედაგოგი კი აუცილებლად უნდა წაახალისო, არ დაუკარგო გაწეული შრომა და მონდომება.

მოსწავლეს კი უნდა ჩამოუყალიბო კრიტიკული აზროვნება და გაითვალისიწინო მისი განსხვავებული აზრიც. მან უნდა იცოდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია. მოზარდებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი ყოველი ახალი წამოწყება წახალისებული იქნება, აზრი კი გათვალისწინებული. ვამაყობ, რომ  მე მათი უფროსი მეგობარი ვარ ისინი ამას კარგად გრძნობენ. ხშირად გვაქვს საუბრები. მე მათ ტოლერანტობას, ადამიანობას, სიკეთეს და სიყვარულს ვასწავლი, ამას ასწავლიდნენ ჩემი წინამორბედებიც, რადგან ჩვენს სკოლაში სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ბავშვები სწავლობენ. მათ ეს სწავლება იმდენად აქვთ შესისხორცებული ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე უსიამოვნება ჰქონოდეთ, პირიქით უყვართ ერთმანეთი და მეგობრები არიან. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი დამსახურებაცაა, რადგან სკოლა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჩამოყალიბებაში და რაც უფრო ტოლერანტული, ლოიალური და კეთილგანწყობილი იქნები მოსწავლის მიმართ, მით უკეთეს შედეგს მიიღებ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

მისი მოსწავლეებისადმი გზავნილი კი შემდეგია: „ჩემო პატარა მეგობრებო, ისწავლეთ, რადგან სწავლა მოგცემთ შესაძლებლობას, გახდეთ ქვეყნის განვითარების თანამონაწილენი. იყავით პირველ რიგში კარგი ადამიანები და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ ცხოვრებაში მთავარს - ადამიანთა სიყვარულს და პატივისცემას. მიყვარხართ და მეიმედებით“. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება