| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი დარეჯან გიგინეიშვილი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ პედაგოგს საპატიო ჯილდო მადლობის სიგელი საზეიმოდ გადასცა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება, 28 სექტემბერს „ლანჩხუთობა 2025“-ის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
მინისტრმა მუნიციპალიტეტის სკოლების მიერ წარდგენილ მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა მათ იმ შრომისა და თავდადებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევიან მომავალი თაობების აღზრდისათვის. მათ შორის იყო ამაგდარი მასწავლებელი დარეჯან გიგინეიშვილი.
სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავენ.
„სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ულოცავს მასწავლებელს ამ დამსახურებულ აღიარებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ჩვენი სოფლის ახალგაზრდა თაობების აღზრდის საპასუხისმგებლო საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა