სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრას მასწავლებელის სახლის ახალი ხელმძღვანელი ჩატარებს - დეტალები
06-10-2025
-
+


შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის მიმდინარეობს რეგისტრაცია კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებისათვის. 
 
ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის დეტალური ინფორმაციის  მიწოდების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 7 ოქტომბერს, 16:00 საათზე ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება. 
 
ვის აქვს გამოცდებში მონაწილეობის მიღების უფლება? როგორია რეგისტრაციის პროცესი და რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებმა? - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხებს დაინტერესებული პირები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისგან ნინო წერეთლისგან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან ეკატერინე ხუციშვილისგან მიიღებენ. 
 
შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.  
 
დასწრება შესაძლებელია 7 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე  სპეციალური ბმულის მეშვეობით. 
 
შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა.
 
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში  8 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
 
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება