სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში მუდამ იყო ოჯახური გარემო და ამ ტრადიციას სიამოვნებით ვაგრძელებ“ - ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექტორი მაია მარგალიტაძე
22-09-2025
-
+


გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა, დირექტორის - მაია მარგალიტაძის ხელმძღვანელობით,  სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 96 მოსწავლე ირიცხება ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. 

წელს სკოლის კარი 7-მა პირველკლასელმა შეაღო, რომელთაც დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. როგორც სკოლის დირექტორი მაია მარგალიტაძე გვეუბნება, კლასს სულ მალე კიდევ ერთი მოსწავლე შეუერთდება, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 

სასწავლო წელი სკოლაში ღონისძიებით დაიწყო, რომელშიც ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება - პედაგოგები, მოსწავლეები, სტუმრები რესურსცენტრიდან, ასევე საკრებულოდან.

ღონისძიებაზე მხატვრული შესრულებით თავი გამოიჩინეს მოსწავლეებმა. დღის მთავარმა გმირებმა - პირველკლასელებმა კი ღონისძიებას განსაკუთრებული ხალისი და ემოციური ელფერი შესძინეს

„სკოლაში წელსაც განსაკუთრებული და იმავდროულად განსხვავებული დახვედრა გვქონდა. ღონისძიება 14 სექტემბერს ჩავატარეთ, მოწვეული გვყავდა რესურსცენტრის, საკრებულოს, სკოლის წარმომადგენლები, ასევე მამაო. ღონისძიება გაიმართა პირველკლასელთა ჩართულობით, რომლებმაც თავი გამოიჩინეს მრავალმხრივი ნიჭიერებით. ღონისძიებამ გააერთიანა მთელი სასკოლო საზოგადოება - პედაგოგები, მოსწავლეები. მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წლის დაწყება ერთად ვიზეიმეთ. საოცარი ღონისძიება გამოვიდა, შემდგომ  მოსწავლეებს მივმართეთ სიტყვით გზა დავულოცეთ. სკოლამ პირველკლასელებს საკუთარი რესურსებით გაურემონტა საკლასო ოთახი, კლასის დამრიგებელმა კი პატარები დიდი სიყვარულით მიიღო, საზეიმოდ მოურთო და მოუკაზმა სასწავლო სივრცე. მისი შემოქმედებითობა გვახარებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბავშვები გაგვებედნიერებინა“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული და მაღალკლავლიფიციურია. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე სკოლაში სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, რაც მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაზეც აისახება. 

„სკოლაში გვყავს 20 სერტიფიცირებული, ყოველმხრივ განათლებული პედაგოგი, რომლებიც სიხარულითა და დიდი შემართებით ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდა-განათლებას, უზიარებენ მოსწავლეებს ცოდნასა და სწორ ღირებულებებს. სკოლაში ინდივიდუალური, თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სწავლება მიმდინარეობს, რაც აისახება კიდეც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. წელს 6 კურსდამთავრებული გვყავდა, მათგან 2 ოქროსმედალოსანი. ხუთი სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, მათ შორის ორმა 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, დანარჩენები კი 100%-იანი დაფინანსებით ისწავლიან უმაღლეს სასწავლებელში. როგორ არ ვიამაყოთ, ეს ხომ თითოეული პედაგოგის დამსახურებაა და, რა თქმა უნდა, ბავშვების შრომა და მონდომებაც“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

მაია მარგალიტაძისთვის ბოხვაურის საჯარო სკოლა მშობლიურია. ის ამავე სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ.

„მე ბოხვაურის სკოლასთან დიდი და ლამაზი მოგონებები მაკავშირებს. დავამთავრე ეს სკოლა, ამავე სოფელში გავთხოვდი, ჩემი შვილებიც აქ სწავლობენ. 2006 წლიდან ვმუშაობ ამ სკოლაში, 1-ელი მაისიდან კი დავინიშნე დირექტორად. საოცრად კარგი დირექტორი იყო ჩემი წინამორბედი - თამარ ყურაშვილი, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. მე, როგორც სასწავლო ნაწილის გამგე და მისი მოადგილე დავინიშნე ხელმძღვანელის თანამდებობაზე. სკოლაში მუდამ იყო ოჯახური გარემო და ამ ტრადიციას სიამოვნებით ვაგრძელებ. ჩემთვის მთავარია, პირველ რიგში იყოს ნდობაზე დაფუძნებული მეგობრული ურთიერთობები. ვფიქრობ, ხელმძღვანელს გათავისებული უნდა ჰქონდეს სკოლის სპეციფიკა და ყველაფერი, უნდა გააკეთოს, სწორი მიდგომით სკოლაში სრული ჰარმონია სუფევდეს, სიმართლე გითხრათ, ახლაც ვსწავლობ და ვეჩვევი ამ პოზიციას“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკლასელებს წიგნის სიყვარულისკენ მოუწოდებს და უზრუნველ ბავშვობას უსურვებს. კურსდამთავრებულებს კი ცოდნის მწვერვალების დაპყრობასა და კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რათა ასახელონ, როგორც სკოლა, ისე სოფელი და ქვეყანა. 

„ჩემს პატარებს, პირველკლასელებს ვუსურვებ უღრუბლო ცას, სიხარულით შეაბიჯონ ცოდნის სამყაროში, უყვარდეთ კითხვა და ქონდეთ ლაღი და უზრუნველი ცხოვრება.

ახალგაზრდებს კი ვუსურვებ საინტერესო და ბედნიერ ცხოვრებას, მოვუწოდებ ზედმიწევნით კარგად შეისწავლონ არჩეული პროფესია, იყვნენ კარგი პროფესიონალები და სიყვარულით და კარგი ადამიანობით გაიკვალონ გზა ცხოვრების დიდ ასპარეზზე“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება