სიახლეები
სამასწავლებლო

„თუ შეგიძლია იაზროვნო უცხო ენაზე, ჩათვალე, რომ ეს ენა იცი“ - ინტერვიუ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ნომინირებულ მანანა კაპეტივაძესთან
07-09-2018
-
+


კომუნისტების დროს, საბჭოთა პერიოდში, მაშინ, როდესაც ირგვლივ მხოლოდ რუსული ხმა ისმოდა, ინგლისურის მასწავლებლობა მოინდომა და ყველა გააკვირვა. დღემდე შენახული აქვს პირველი მოსწავლეების ნაწერები და დღემდე კითხულობს მათ ამბებს, დღემდე, უკვე 29 წელია გასული.

გაცემული ცოდნა, სითბო და სიყვარული უკან დაბრუნებას იწყებს - ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური და რუსული ენების პედაგოგი მანანა კაპეტივაძე „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეა“ ნომინირებული.

- საუკეთესო მასწავლებელთა ხუთეულში მოხვედრით გამოწვეული ემოციები გაგვიზიარეთ...

- ზოგადად, მგროძნობიარე ადამიანი ვარ. ძალიან ამაღელვებელი, სასიხარულო და საამაყო შეგრძნება დამეუფლა. იმის გაფიქრება, რომ შენი მოსწავლეები შენით იამაყებენ, ეს უპირველესია.

- ბავშვობიდან ოცნებობდით მასწავლებლობაზე?


- მეხუთე კლასში, როდესაც პირველად შემოვიდა ინგლისურის მასწავლებელი კლასში და პირველი სიტყვა გვასწავლა, მაშინვე მივხვდი, რომ ინგლისური ენის მასწავლებელი უნდა გავმხდარიყავი. ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და პატარაობაში ხშირად ვთამაშობდი მასწავლებლობანას.

- ჰქონდა თუ არა თქვენს მასწავლებელს განსაკუთრებული მიდგომა სწავლებისას?

- ეს იყო ძველი კომუნისტური დრო და პედაგოგი ინგლისურს მკაცრი სტანდარტული გეგმით გვასწავლიდა, მაგრამ ადამიანურად თბილი იყო, თუ პრობლემა გქონდა მოვიდოდა, გირჩევდა, მოგეფერებოდა... ამ სითბომ მაჩვენა, რომ მასწავლებელი მეგობრული და მოსიყვარულე უნდა იყოს მოსწავლეების მიმართ. პედაგოგზე ბევრია დამოკიდებული. მან ნამდვილად თავისი როლი ითამაშა ჩემი სამომავლო პროფესიის არჩევაში, თანაც, ენების მიმართ ყოველთვის მქონდა მიდრეკილება. 

მანანა კაპეტივაძის თქმით, მისი ფუნქცია მხოლოდ საგნის სწავლება არაა, არამედ ზრუნვა, მოსწავლეთა პიროვნებისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის. მათთვის თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნა პედაგოგის საქმიანობის უმთავრესი ამოცანაა. 

- ვერ გეტყვით, რომ მკაცრი მასწავლებელი ვარ, მოსწავლეთა თქმით, მეგობრული პედაგოგი ვარ. ყველა ბავშვში ინდივიდს ვხედავ. მათაც იციან, რომ ჩემთვის ადამიანობაა პრიორიტეტული, ხედავენ, რომ მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და უფრო მეტ პატივისცემას ვგრძნობ მათგან.

ვცდილობ, ნიშნების დაწერისას ობიექტური ვიყო და ბავშვებს მუდამ სამართლიანობის შეგრძნება ჰქონდეთ.

- ენის ათვისების ყველაზე ეფექტური ხერხები რომ გაგვიზიაროთ, თქვენი გამოცდილებიდან...

- ენის ათვისებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტური გარემოს შექმნაა. დღეს ბავშვები ინგლისურს უფრო მარტივად ითვისებენ ვიდრე რუსულს, რადგან ამ ენაზე უყურებენ ფილმებს, უსმენენ მუსიკას, ბგერებსაც სწორად გამოთქვამენ.

მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ბევრი იკითხონ, უყურონ და ისმინონ ინგლისურად.
ხანდახან მპასუხობენ, იმდენი უცხო სიტყვაა ტექსტში რომ ვერ გავიგებთ, სულ ლექსიკონი უნდა გვეჭიროსო.

არანაირი ლექსიკონი, უბრალოდ, რამოდენიმეჯერ წაიკითხავთ და შინაარსს გამოიტანთ. ბოლომდე რომ გაიგო ნაწარმოები, უნდა ჩაუღრმავდე, ჩაერთო წიგნის სამყაროში და მის გმირად იგრძნო თავი. თუ შენ შეგიძლია იაზროვნო უცხო ენაზე, ჩათვალე, რომ ეს ენა იცი.

მანანა კაპეტივაძე აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გარდა მასწავლებლობისა, ხელძღვანელობს ბაღდათის ინოვაციების ცენტრს, მისი მიზანი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.

- კონკრეტულად რას საქმიანობთ ინოვაციების ცენტრში?


ჩვენთან ახალგაზრდები მიკროელექტრონიკას, კომპიუტერულ უნარებს, ვებგვერდის აწყობას სწავლობენ ... გვაქვს ახალი ონლაინ მედიაპროექტი Generation Z/ახალი თაობა, სადაც მოსწავლეები მულტიმედია პროდუქტს ქმნიან, აშუქებენ საინტერესო ამბებს და ბაღდათს აცნობენ მკითხველს, ასევე ქმნიან საინფორმაციო ველს ტურისტთა მოზიდვის მიზნით. ვცდილობ, ახალგაზრდებს დასაქმებაშიც შევუწყო ხელი.

ახლა ხომ ზაფხულია და წესით უნდა ისვენებდნენ, მაგრამ სიამოვნებით მოდიან ჩვენთან ცენტრში და სიხარულით ამზადებენ მასალებს. გარდა ამისა, მოსწავლეები  გასართობ ცენტრში მყავს დასაქმებული ანიმატორებად, სამომავლოდ ვაპირებ საოჯახო მარნის გაკეთებას და ამ საქმეშიც ჩავრთავ ახალგაზრდებს.

- როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში „მასწავლებლის ეროვნიული ჯილდოს მოპოვება?

- ვფიქრობ, ბევრ რამეს შეცვლის. ეგ კი არა, უკვე შეცვალა, რადგან ადამიანის უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობ, ქუჩაში მაჩერებენ და მილოცავენ, ეს დიდ სტიმულს მაძლევს და მეტი ენერგიითა და ხალისით ვმუშაობ. 

თანაც, ხუთეულში გასულ მასწავლებელს საშუალება გვაქვს, პროექტები დაგვიფინანსონ და ამ გზით, მეტი გასაქანი მივცეთ მოსწავლეებს. 

აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავ ამერიკასთან, ტრენინგებისა და სხვადასხვა პროექტის გარდა, მინდა ჩვენმა და იქაურმა მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს ონლაინ გაუზიარონ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება