სიახლეები
სკოლები

დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, საზეიმოდ დაიწყეს
18-09-2025
-
+


15 სექტემბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლა​მ სასწავლო პროცესი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში განაახლა. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი სრულად გარემონტებულ, განახლებულ და აღჭურვილ საგანმანათლებლო სივრცეში დაიწყეს.

15 სექტემბერი სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სკოლის საზეიმო გახსნასთან ერთად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლის დირექტორმა, ნელი დუდუქჩიანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა, რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და ადგილობრივ ხელისუფლებას კი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს წარმომადგენლებო,

გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ, არამედ ისტორიულ და დასამახსოვრებელ მოვლენასაც აღვნიშნავთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში საზეიმოდ იხსნება სრულიად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა - საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც შექმნილია XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად და სადაც ყველა ბავშვს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი.

სრულიად რეაბილიტირებული სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით: ინტერაქტიული საკლასო ოთახებით, უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, აუდიტორიით, სპორტული ინფრასტრუქტურით, ექიმის კაბინეტით საჭირო პირველადი დახმარების აღჭურვილობით, რესურსოთახით, ლიფტით, პანდუსით, კვების ობიექტით, მწვანე ეზოთი, გათბობის სისტემით და უსაფრთხო ქსელური ინფრასტრუქტურით.

ძვირფასო მოსწავლეებო, აქ თქვენ ისწავლით, განვითარდებით და ჩამოაყალიბებთ თქვენს მსოფლმხედველობას. ამ შენობაში შეხვალთ ანთებული თვალებით და გამოხვალთ ცოდნით შეიარაღებული, მზად თქვენი მომავლის ასაშენებლად. დაე, ეს სკოლა გახდეს განვითარების, პროგრესისა და წარმატების ნათელ გზად.

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს 9 პირველკლასელს, რომელთათვისაც ეს ახალი სკოლა ზღაპრული მოგზაურობის დასაწყისია. ძვირფასო ბავშვებო, ეს დასამახსოვრებელი დღე და თქვენი ცხოვრების ყველა შემდგომი დღე სავსე იყოს სიხარულითა და ენთუზიაზმით, ახალი ცოდნის მიღებისა და ოცნებების ასრულების სურვილით.

ამ დღის მნიშვნელობას ჩვენს 9 კურსდამთავრებულსაც ვუკავშირებთ. სიხარულით აღვნიშნავ, რომ 8 მათგანმა,მისაღები ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებით მოიპოვეს გრანტი და უფასოდ განაგრძობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. ვუსურვებ მათ შემდგომში ულევ წარმატებას და წინსვლას. დაე, ეს დღე მათი დიდი მოგზაურობის ნათელი საწყისი იყოს.

უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც წვლილი შეიტანა დამალის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის განხორციელებაში: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შუამდგომლობისათვის და ჩართულობისათვის. თქვენი ძალისხმევით, ჩვენი სკოლა გარდაიქმნა, მიიღო ახალი იერსახე, განახლებული გარემო და პირობები, რომლებიც აკმაყოფილებს განათლების მოთხოვნებს. თქვენ არა მხოლოდ გააუმჯობესეთ სასწავლო სივრცე, არამედ გააძლიერეთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და მისწრაფება.

მადლობას გიხდით საგანმანათლებლო ღირებულებების განმტკიცებისა და ბავშვების მომავლისთვის ნათელი გზის ჩამოყალიბებისათვის.

ღრმა მადლიერებას გამოვხატავ ასპინძის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბატონ ტრისტან მურადაშვილის და მისი გუნდის მიმართ მათი მუდმივი მხარდაჭერისთვის, ეფექტური თანამშრომლობისა და თბილი დამოკიდებულებისთვის. თქვენი მუდმივი მონაწილეობა და ადამიანური მიდგომა დიდად უწყობს ხელს ჩვენი პროექტების წარმატებას. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს შთაგონებას, რომ თავდაჯერებულად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.

ღრმა მადლიერებას გამოვხატავ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ როსტომ მაგრაქველიძის მიმართ, თემის განვითარებაში მისი პასუხისმგებლობის, მზადყოფნისა და პირადი ჩართულობისთვის. მისი ხელმძღვანელობით თემი პროგრესს განიცდის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ სფეროებში. ასევე ვაფასებ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ძალისხმევას მათი ორგანიზებულობისა და მეგობრული დამოკიდებულებისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ემინ ბალოიანს, დამალის სოფლის რწმუნებულს, ბატონ მარტინ კერექტსიანს, ბატონ გურგენ თუმასიანს და სოფლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ღრმა მადლიერებას გამოვხატავ დამალის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ლალა გრიგორიანის მიმართ, სკოლის ორგანიზაციული და ტექნიკური პროცესებისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის. მისი ინიციატივით,ხელმძღვანელობით და ძალისხმევით, სრულიად მოხდა მიღებული სასკოლო ავეჯის განაწილება კლასებში,კაბინეტებსა და და ლაბორატორიებში, რაც მოითხოვდა არა მხოლოდ ორგანიზაციულ უნარებს, არამედ დიდ ყურადღებას, სიზუსტეს და დროის ეფექტურ მენეჯმენტს. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფდა სკოლის ნორმალური ფუნქციონირების უწყვეტობას, არამედ დამატებით პასუხისმგებლობებსაც იღებდა, რითაც განსაკუთრებულ თავდადებას ავლენდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

მადლობა ყველა მასწავლებელს, მშობელს, ასევე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს მათი ურყევი თავდადებისთვის, ეფექტური თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

ეს პროექტი, რომელიც რეალობად იქცა ყველა ჩვენგანის თანმიმდევრული შრომისა და მხარდაჭერის წყალობით, უდიდესი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ საზოგადოების განვითარებისა და მომავლისთვისაც.

სკოლის რეაბილიტაცია მხოლოდ საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესება არ არის. ის ჩვენი თაობებისთვის იმედისა და ნდობის სიმბოლოა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი თავდადებისთვის, პასუხისმგებლობისა და ჰუმანური მიდგომისთვის. დაე, ეს სკოლა იყოს ცოდნის, სიკეთისა და სოლიდარობის ცენტრი მრავალი წლის განმავლობაში. ეს ახალი დასაწყისი იყოს სიკეთის და წარმატების მომტანი. პატივისცემით, დამალის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი დუდუქჩიან“,- ვკითხულობთ დირექტორის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებების განათლების კომიტეტი განიხილავს

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება