| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. სკოლაში მისეულ მოსწავლეებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები, გამართული ინფრასტრუქტურა და მოსიყვარულე პედაგოგები დახვდათ.
საზეიმოდ გაიჭრა წითელი ლენტი და ოფიციალურად დაიწო სასწავლო წელი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ტრადიციულად საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
დირექტორი მადონა ივანიძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
პედაგოგებო! მოსწავლეებო! მშობლებო! სასკოლო საზოგადოებავ!
გილოცავთ ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას... წარმატებული, ხალისიანი, ნაყოფიერი და თითოეული ჩვენგანის გულის გამხარებელი სასწავლო წელი ყოფილიყოს.
განსაკუთრებული მილოცვა მინდა გადავცე ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ ცოდნის დიდ კარს. მინდა ვუსურვო ბედნიერი და სიკეთით სავსე მოსწავლის სტატუსის ტარება. წარმატებები ჩვენს სკოლას და სრულიად საქართველოს სკოლის ყველა მოსწავლეს. გილოცავთ!!!“,- მიმართა დირექტორმა საზოგადოებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა