| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კიდევ ერთხელ საზეიმოდ დაირეკა სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში. ბავშვების ჟრიამულით კვლავ აივსო სკოლის ეზო და შენობა.
მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები გულთბილად ულოცავდნენ ერთმანეთს სწავლის ახალი ეტაპის დაწყებას.
სწავლის დაწყების აღსანიშნავად, გაიმართა ლამაზი ღონისძიება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და არაერთი საზეიმო ნომერი წარმოადგინეს.
პირველკლასელთა საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებამ და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
სკოლის დირექტორმა - მარიამ გრძელიშვილმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ყველას უსურვა წარმატებები სასწავლო და კლასგარეშე საქმიანობაში. შემდეგ კი წარმატებულ მოსწავლეებს გადასცა სიგელები.
სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
„ეს თქვენი პირველი ნაბიჯებია სამყაროში მწვანე გარემოს შესაქმნელად“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა