| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველ სასწავლო დღეს ჯადოსნური დახვედრა მოუწყვეს.
მათთან შესახვედრად მასწავლებლები საგანგებოდ ემზადებოდნენ - პედაგოგებმა სასკოლო სივრცე მორთეს, დეკორაცია განათავსეს და კლასები ბუშტებით „გააფერადეს“. მათ ბავშვები დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს.
„წარმატებული წელი ჩემო პატარებო“,- გულითადად მიმართავს მოსწავლეებს დამრიგებელი მაიკო ძირკვაძე და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.
„მე და ჩემი ციცინათელები, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“,- წერს პედაგოგი და დამრიგებელი ლანა ცირამუა და 15 სექტემბრის ფოტოებს გვიზიარებს.
„ჩემი ძვირფასი ბავშვები - Vა კლასი, წარმატებული სასწავლო წელი“,- წერს დამრიგებელი ელზა სიჭინავა და მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოვეთვის განსაკუთრებულად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა