TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ზღაპრული დახვედრა მოუწყვეს 
16-09-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

ტრადიციულად, წელსაც სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს ზღაპრულად მორთული გარემო დაახვედრეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა საზეიმო მიღებაც. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„დაიწყო 2025-2026 სასწავლო წელი!

ლემაშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

სკოლა არის სივრცე, სადაც იწყება მომავლის დაგეგმვა, ყალიბდება პიროვნება და იზრდება პასუხისმგებლობა. თითოეული სასწავლო წელი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას ცოდნის, გამოცდილებისა და სულიერი სიმდიდრის გასაღრმავებლად.

ლემაშვენიერას საჯარო სკოლამ, შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნა პოზიტიური გარემო, რათა ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვის იყოს სავსე მოტივაციით, შემოქმედებითობითა და შრომის სურვილით.

ჩვენო მონატრებულო მოსწავლეებო, ლემშვენიერას საჯარო სკოლა და მისი გუნდი სრულ მზადყოფნაში ხვდება თავის დიდ ოჯახს მორიგი წარმატებული წლის მოსაპოვებლად!

გაგაცნობთ, რომ ცვლილება შევიდა სკოლის შინაგანაწესში, რომელსაც გაგაცნობენ კლასის ხელმძღვანელები.

მშობლებს მადლობა ვუხდით თანამშრომლობისთვის და ნდობისთვის, რომ შვილების განათლების საქმეში სკოლას გვერდში უდგახართ.

მასწავლებლებს მადლობას ვუხდით დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, რადგან თითოეული გაკვეთილი მომავალის განმსაზღვრელ საფუძვლად იქცევა.

მოსწავლეებს ვუსურვებთ, რომ ეს წელი სავსე იყოს ახალი ცოდნით, მეგობრობითა და წარმატებებით.

განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, მინდა რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ნაკლებად სტრესული, მეტად საინტერესო და სახალისო იყოს“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება