TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყებით, ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ!“- ქუთაისის N21 სკოლის დირექტორი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს 
15-09-2025
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი, პედაგოგებთან ერთად, ზრუნავს, რომ მოსწავლეებს შეუქმნას ამაღლებული განწყობა, პირველკლასელებს კი სასკოლო ცხოვრების დაწყება ზეიმად უქციოს. 

ახლის დასაწყისში კი არ ივიწყებენ უკვე არსებულ მიღწევებს. ახალ გეგმებს კი დიდი შემართებითა და საუკეთესო მოლოდინებით აწყობენ. 

„დასრულდა კიდევ ერთი სასწავლო წელი აღსავსე სიახლეებით, ძიებით და უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნის სურვილით. ვაჯამებთ, განვლილს, ვსახავთ სამომავლო საქმიანობის ორიენტირებს.

სკოლა საინტერესო, მრავალფეროვანი, გააზრებული სასწავლო პროცესით, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული. ძლიერი, მიზანდასახული გუნდი, ინიციატივიანი, კრეატიული, მოტივატორი მასწავლებლები. ღია თანამშრომლობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა, აღიარება. მრავალმხრივად განვითარებული მოსწავლეები, მაღალი აქტივობა, თვითეფექტიანობის მაღალი განცდა. თანამშრომლობა, გუნდურობა, სიყვარული, მხარდაჭერა მშობლებისა. საზოგადოების ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება-ასეთია 21-ე საჯარო სკოლა!

უდიდესი შრომით და პროფესიონალიზმით, ერთობლიობით მიღწეული შედეგი.

მადლობა, ჩვენო მშობლებო, რეგულარული ჩართულობისთვის თქვენი შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისა და განვითარების პროცესში. სკოლის ორივე რგოლის ჩვეული გარჯით და რუდუნებით, დავძლიეთ და დავძლევთ არაერთ პრობლემას სკოლაში, გვქონდა და გვექნება წარმატებები.

უამრავი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენო მასწავლებლებო! ნამდვილად ღირსეულად ემსახურებით საქმეს. არ იშურებთ ძალისხმევას, რათა აღზარდოთ განათლებული, მოაზროვნე თაობა, რომელიც შეძლებს სასიკეთო ცვლილებების მოხდენას. მუდმივად ცდილობთ არსებული სწავლა–სწავლების პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებას“,- ასე  აფასებს 2024-2025 სასწავლო წლის მიღწევებს სკოლის დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი, სასკოლო საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევით კვლავ არაერთ წარმატებას ჰპირდება და მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართავს. 

„ძვირფასო ბავშვებო! თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად, რადგან განათლება და განათლებული ახალგაზრდობა არის გზა საქართველოს წინსვლის და წარმატების უცილობო წინაპირობა.

გვეამაყებით, ჩვენო მოსწავლეებო, თქვენ ყველაფერს შეძლებთ!

ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ სკოლა! განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს, ჩვენს სკოლაში შემოსაფრენად გამზადებულ იმედის მერცხლებს, რომლებიც ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ცოდნისაკენ მიმავალ გზაზე და გააგრძელებენ სკოლის ტრადიციებს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა მივულოცო კურსდამთავრებულებს,

გისურვებთ გონიერებას, სიბრძნეს, აღმოჩენების გზით სიარულს, სიახლეების წვდომას, ბედნიერ მომავალს!

გპირდებით, ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო სიახლეებით აღსავსე, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, დასაწყისი სასიკეთო ცვლილებების“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებლებს მადლობას უხდის მოსწავლეებისთვის მოწყობილი დაუვიწყარი სურპრიზისთვის. 

„უღრმესი მადლობა თქვენ, ჩვენო უსასრულო შესაძლებლობების მქონე პედაგოგებო, იმ სიხარულისთვის,რასაც პირველივე დღეს აჩუქებთ ბავშვებს!“,- წერს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება