TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულით გვიხარია, რომ ჩვენს გვერდით ხარ“- გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები პედაგოგ ანი ხანთაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ
15-09-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთია ანი ხანთაძე, რომელმაც უფროსი მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით შეხვდა. 

სკოლაში ახარებთ პედაგოგის პროფესიული წინსვლა. სკოლის დირექტორი ციური გოგიბერიძე  და პედაგოგები ანი ხანთაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას ულოცავენ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„ჩვენო საყვარელო ანი!

სულით და გულით გილოცავთ ამ მიღწევას – უფროსი მასწავლებლის სტატუსს! ეს არა მხოლოდ კარიერული წინსვლა, არამედ თქვენი დაუღალავი შრომის, ერთგულების და გულისხმიერების ბუნებრივი გაგრძელებაა.

თქვენი ცოდნა, ადამიანობა და გაცისკროვნებული ღიმილი ყოველთვის განსაკუთრებულად მოქმედებდა როგორც მოსწავლეებზე, ისე კოლეგებზე. თქვენი გაკვეთილები მხოლოდ საგნის სწავლა არ იქნება – ისინი მოსწავლეებს აავსებს- სითბოთი, სიყვარულით და მოტივაციით.

ახლა, როდესაც ახალ საფეხურზე დადგით ფეხი, ეჭვი არ შეგეპაროს – ეს სტატუსი ზუსტად ის ადგილია, რომელსაც თქვენსავით ნათელი და შრომისმოყვარე ადამიანი იმსახურებს.

გისურვებთ, რომ ყოველი დღე სავსე იყოს შთაგონებით, სიახლეებითა და ბედნიერებით, რომლებიც თქვენს საქმიანობას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის.

ჩვენ გულით გვიხარია, რომ შენ ჩვენს გვერდით ხარ – არა მხოლოდ როგორც კოლეგა, არამედ როგორც ადამიანი, ვისთან ერთადაც ყოველდღიური ურთიერთობა ერთგვარი ბედნიერებაა.

გილოცავთ, ანნი! გვიყვარხარ, წინ კიდევ ბევრი წარმატება გელოდება!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება