სიახლეები
სკოლები

„40 წელია მოსწავლეებს ქართული ენის სილამაზეს ვაზიარებ, მიყვარს ჩემი საქმე და ქვეყანა“ - ბავრის საჯარო სკოლის დირექტორი ჯული  ველელი- შირინიანი
15-09-2025
-
+


ჯული  ველელი- შირინიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში უკვე ოთხი ათეული წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, აქედან ორი წელია დირექტორის პოზიციას იკავებს. საქართველოს ამ უძველეს და ულამაზეს კუთხეზე შეყვარებული, ახალ თაობებს სახელმწიფო ენასთან ერთად, ქვეყნის სიყვარულსა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უნერგავს. 

„მე ჯავახეთს რა მიშავდა მთვარე მედგა მზესავითა, კალმახი და ქერის პური წინ მეყარა  ბზესავითა“,- ამ  ხალხურ ანდაზას იშველიებს etaloni.ge-სთან საუბრისას და სოფელ ბავრის სილამაზესა და საკუთარ მისიაზე გვესაუბრება. 

„ჯავახეთი  საქართველოს  უძველესი  ისტორიული  კუთხეა, ჯავახეთს საქართველოს  ბეღელს  უწოდებდნენ  ძველთაგანვე.  ახალქალაქის  ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ბავრაში უკვე თითქმის 40 წელია ვასწავლი ქართულ ენას და ლიტერატურას, თაობები აღვზარდე და ცხოვრების  გზაზე დავაყენე, მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ქვეყანა და კეთილი ადამიანები, ორი წელია ვმუშაობ ამ სკოლის  დირექტორად, ეს ხელს მიწყობს ჩავატარო გარკვეუი აქტივობები - წავიყვანო ბავშვები ექსკურსიებზე, ვაჩვენო საქართველოს კუთხეები და გავაცნო კულტურა, უნდა იცოდნენ საქართველოს ისტორია,  უყვარდეთ საქართველო. ჩვენი  ვალია  ჩავუნერგოთ  ბავშვობიდანვე  სამშობლოს  სიყვარული,  პატრიოტიზმი“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი. 

ახალი სასწავლო წლის შესახვედრად სკოლის დირექტორი და პედაგოგები საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. შეიღება ფასადი, გალამაზდა ეზო და კეთლმოეწყო გარემო, საზეიმოდ მოირთო კლასები. 

„სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ვხვდებით. სათხუთმეტსექტემბროდ, შეიღება სკოლის ფასადი და კედლები, გალამაზდა ეზო. უკვე აქტიურად მუშაობენ კათედრები,  დამრიგებლები. დამრიგებლებმა მოსწავლეებს საზეიმოდ მოურთეს საკლასო ოთახები, პირველკლასელებს მერხებზე პირველი კომპიუტერი დახვდათ. საზეიმოდ მორთული გარემო პატარებისთვის შთამბეჭდავი სანახავია. საზეიმო ღონისძიება, ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით დაიწყო და დამთავრდა“,- გვიყვება სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 24 კვალიფიციური პედაგოგი ასწავლის, რომელთა დაუღალავი შრომა მოსწავლეთა წარმატებაში აისახება. სკოლას მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებზე ამთავრებენ. 

„ჩვენს  სკოლაში 24 კვალიფიკაციური და  გამოცდილი მასწავლებელი მუშაობს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. სკოლას  ოქროს  და  ვერცხლისმედალოსანი  მოსწავლეები ჰყავს, სკოლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის საამაყო ახალგაზრდები არიან, უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და ეზიარებიან ქართულ  კულტურას, ქართულ ტრადიციებს,  რაც  ხელს  შეუწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას“,- ამბობს ჯული  ველელი- შირინიანი და განსაკუთრებით ახარებს, რომ მოსწავლეებს ქართული ენა შეაყვარა. მისი მოსწავლეები ქართული პოეზიის სტრიქონებს სიამაყით წარმოთქვამენ და მხატვრულად ხოტბას ასხამენ საქართველოს. 

„მეორე  წელია დირექტორად ვმუშაობ, თუმცა ორმოცი წელია პედაგოგიურ საქმიანობას  ვეწევი,  ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას სომხურენოვან სკოლაში. ბავშვებს, თემს, გარეშემო მყოფთ ქართული ენის სიყვარულსა და სილამაზეს ვაზიარებ. სკოლაში მყავს შესანიშნავი მოსწავლეები, რომლებიც კარგად  ფლობენ  ქართულ ენას და ეს მეამაყება, როცა არაქართველი მოსწავლე  ქართველი გამოჩენილი პოეტების სტრიქონებს ამაყად წარმოთქვამს - „ჩემს ლამაზ სამშობლოს საქართველოს გაუმარჯოს“ , „ხომ ლამაზია ეს  საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“  და სხვა მრავალს. სკოლაში ფუნქციონერებს ცეკვისა და სიმღერის გუნდი, შესანიშნავი ახალგაზრდობა იზრდება, მიხარია, რომ ჩემი ყოფილი მოსწავლეების 100% ყველა  საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით სწავლობს. სასიამოვნოა, რომ უმაღლესის დასრულების შემდეგ მშობლიურ გარემოს უბრუნდებიან, დაბრძენებულები და საქართველოს სიყვარულით გულანთებულები. ჯავახეთი საქართველოს  უძველესი  ისტორიული  კუთხეა, სადაც  ერთმანეთის გვერდიგვერდ ქართველი და სომეხი მოსახლეობა, მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან ქვეყნის  ისტორიასა და მომავალს. თემთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მშობლებთან, მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაქვს, მადლობა მინდა მოვახსენო ახალქალაქის  რესურსცენტრის უფროსს - ქალბატონ თერეზა ჩივჩიანს გულისხმიერებისთვის თანადგომისთვის,  სიახლეების  დანერგვისთვის,  ის  ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე ჭკვიანი პიროვნებაა, რომელსაც  დიდ პატივს  სცემენ რაიონის მასწავლებლები და არა მარტო მასწავლებლები,  ის მუნიციპალიტეტის ყველა მასწავლებლის მხარდამჭერი და ქომაგია“,- ამბობს დირექტორი. 

 ჯული  ველელი- შირინიანი ​ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მასწავლებლის ვალია, მოსწავლეებს მისცეს არა მხოლოდ განათლება, არამედ მათ ქვეყნის სიუვარული, პატიოსნება და კეთილშობილება ასწავლოს. მისი სიტყვებით, პედაგოგები ახალი თაობის აღმზრდელები არიან და მათზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.

„ჩვენ პედაგოგები ვართ, ახალი თაობის, ახალგაზრდების გამომბრძმედი ადამიანები, ახალგაზრდობა  ჩვენი მომავალი და ჩვენი დიდი იმედია, ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე გავზარდოთ, როგორც დიდი  ილია ჭავჭავაძე იტყოდა - რომ წინ გაუძღვეთ ჭეშმარიტება, უკან რჩეთ კვალი განათლებული“. უდიდესია მასწავლებლის როლი, ახალი თაობის აღზრდის საქმეში.  როგორც ეგზიუპერმა თქვა - „ჩვენ ყველა  ბავშვობიდან მოვდივართ“, ბავშვობის მოგონენები კი უკვდავია. მასწავლებლები უნდა ვეცადოთ შეძლებისდაგვარად  აღვზარდოთ  კეთილი, განათლებული, საქართველოს  სიყვარულით  გულანთებული მომავალი  თაობა. „ დავდქეთ იქ, სადაც ქარიშხალია“... - გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი და ახალგაზრდებს უსურვებს: „​ეცხოვროთ უღრუბლო ლურჯი ცის ქვეშ, გაერთიანებულ, გამთლიანებულ, გაბრწყინებულ საქართველოში. ჩემო თვალნათელო  და  ჩემო  ფრთანათელო ოდესმე დიდი ყოფილა და იყოს  საქართველო!“


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„სამი წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან განაწილებულნი, რეაბილიტაციაზე წერილი გუშინ მივიღეთ“-მშობლების პროტესტს N157 სკოლის დირექტორი პასუხობს

ცნობილია, რამდენი პირველკლასელი ეყოლებათ სკოლებს 2025-2026 სასწავლო წელს

სად ითვლება მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ცუდ ტონად - რა ტრადიციები აქვთ სწავლის პირველ დღეს სხვადასხვა ქვეყნებში 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება