სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელმძღვანელი თავისი პროფესიონალიზმით, უშუალობითა და კოლეგიალურობით უნდა იყოს სამაგალითო“ - კარტიკამის საჯარო სკოლის დირექტორი არარატ ელიზბარიანი
12-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის გასაახლებლად მზადაა. სკოლაში, დირექტორის - არარატ ელიზბარიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება და მათ ინტერესებზე მორგებული, განმავითარებელი გარემო. 

სკოლაში სულ 180 მოსწავლე ირიცხება. 15 სექტემბერს სკოლის კარს 15 პირველკლასელი შეაღებს. აღსანიშნავია, რომ პატარები 1 სექტემბრიდან ​უკვე ყოველ დღე სტუმრობენ სკოლას, ეცნობიან გარემოს სწავლობენ, სიმღერებს ლექსებს, დგამენ ცეკვებს და საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადებიან. 

„ტრადიციად გვაქვს, პატარებს სასწავლო წლის დაწყებამდე ვაცნობთ გარემოს და ადაპტაციაში ვეხმარებით. 15 სექტემბერს კი ზეიმით ვხვდებით მოსწავლეებს, მივმართავთ სიტყვით, ვულოცავთ და ცოდნის ტაძარში დიდი სიყვარულით ვუძღვებით. პირველკლასელები ასრულებენ თავიანთ დადგმულ ნომრებს და ამაღლებული განწყობით იწყებენ სწავლას“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 35 პედაგოგი მუშაობს. სკოლაში მოსწავლეთა განათლება უპირველესია, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება დისციპლინასა და აკადემიური მოსწრების ამაღლებას.

„სკოლაში 35 მასწავლებელი გვყავს, აქედან ერთი წამყვანია, სამი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გადის გადამზადებას, დანარჩენები უფროსი მასწავლებლები არიან, სკოლაში სწავლა-განათლებასთან ერთად დიდი და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიდციპლინას, თითოეული ჩვენგანი სულს და გულდ ვდებთ ჩვენს საქმეში, ხელს ვუწყობთ, რომ მოსწავლეებმა გამოავლინონ ნიჭი და უნარები, აიმაღლონ აკადემიური მოსწრება. მიზანსაც ვაღწევთ, წელს 17-კურსდამთავრებულიდან 14 ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. რვა დედაქალაქის უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით აგრძელებს სწავლას, ექვსი კი ერევანში მიიღებს უმაღლეს განათლებას. ამ კურსდამთავრებულებიდან 5 მედალოსანია, სამმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, ორმა კი - ვერცხლის. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ ამ შედეგებით.

სამწუხარო ის არის, რომ სამოცი მოსწავლე გადავიდა რუსული სექტორის მქონე სკოლაში, რათა იქ დაამთავროს, ისწავლოს ენა.  სკოლის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად კრასნოდარში მიდიან, სოფელი იცლება ახალგაზრდობისგან. სულ 420 ოჯახი ცხოვრობს, 520 ოჯახი კი 1950 წელს გადასახლდა კრასნოდარში. იქ ავეჯის ქარხნები აქვთ და აქედან ჩასული ახალგაზრდობა იქ იწყებს მუშაობას. სასიხარულო ის არის რომ სახლები გამოკეტილი არ არის და ოჯახიდან ერთი ადამიანი მაინც არის დარჩენილი. მახარებს რომ ბევრი ახალგაზრდა აქ აშენებენ სახლებს, ​იუმჯობესებენ პირობებს და უბრუნდებიან მშობლიურ სოფელს“,- ამბობს დირექტორი.

არარატ ელიზბარიანი 33 წელია ისტორიას ასწავლის და 2011 წლიდან კი სკოლას ხელმძღვანელობს. დირექტორის მთავარ პრინციპად უშუალობასა და კოლეგიალურ დამოკიდებულებას ასახელებს.

„33 წელია ამ სკოლაში ისტორიას ვასწავლი. 2011 წლიდან კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ამ წლების გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა და ახლაც ვსწავლობ,  ხელმძღვანელი თავისი პროფესიონალიზმით, უშუალობით, კოლეგიალურობით, კეთილგანწყობით უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო. სკოლაში რომ ჰარმონია და კეთილგანწყობა სუფევდეს აუცილებელია სწორი კომუნიკაცია პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან, დიდი როლს ასრულებს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. მე მოსწავლეთა დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ვარ, ყველა ჩემი მოსწავლის, თანამშრომლის, მშობლის .... ყველა ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ ერთმანეთის აზრს, ყველაფერი ამის დამსახურებაა, ის წარმატებები, რასაც ვაღწევთ.

განსაკუთრებული ყურადღება სკოლაში ქართული ენის სწავლებას ექცევა. ამ მიმართულებას აქტიურად უძღვება პედაგოგი ქეთევან ნასყიდაშვილი, რომლის ძალისხმვით მოსწავლეებს უყვართ და ფლობენ სახელმწიფო ენას. 

„დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. ძალიან აქტიური პედაგოგი გვყავს -  ქეთევან ნასყიდაშვილი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ  ბავშვებს სახელმწიფო ენა შეაყვაროს.ხშირად აწყობს ექსკურსიებს, ჩართულია ღონისძიებებში, სადაც ყოველთვის წარმატებით წარმოაჩენენ ჩვენს სკოლას მოსწავლეები. ასეთი სწავლების შედეგია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა საქართველოში აბარებს და სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციებში საკმაოდ კარგ პოზიციებზე“,- სიამაყით ამბობს დირექტორი და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს

„მინდა ახალგაზრდობამ დიდი ყურადღება მიაქციოს და ფეხი აუწყოს ცხოვრების გამოწვევებს, იყვნენ კარგი ადამიანები“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

40 ახალი კადრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - განაცხადის ფორმა, ვადები და სხვა დეტალები ცნობილია

თემურ ლენგი, კეისარი და პომპეუსი ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე - აბიტურიენტები ტესტირების სირთულეს აფასებენ

მასწავლებელთა საგამოცდო ტესტები კიდევ ერთ საგანში ცნობილია

საგამოცდო სესიაზე დაგვიანებით 5 აპლიკანტი მივიდა - ცნობილია, რამდენი რეგისტრირებული არ გამოცხადდა გამოცდაზე 

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან წარდგა 28 სკოლა

2026 წლის სექტემბრიდან სკოლა მიიღებს რობოტიკის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიურ აღჭურვილობას

„ვულოცავთ, ქალბატონ ირინეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს!“

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება