სიახლეები
სკოლები

„ჩემი მიზანია, მოსწავლეებმა გაითავისონ: ქვეყნის წარმატება მათ განათლებაზეა დამოკიდებული“ -  ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი
12-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლა, დირექტორის - შორენა აკოფაშვილის ხელმძღვანელობით, ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება. 

სკოლის კარს, სადაც 99 მოსწავლე ირიცხება, პირველად 8 პირველკლასელი შეაღებს. 

როგორც დირექტორი აღნიშნავს, ტრადიციადქცეულ ზეიმს და საჩუქრების გადაცემას მოჰყვება ექსკურსია, მშობლებთან ერთად, რომელიც უმეტესად რაბათის ციხეს უკავშირდება.

ყოველწლიულად სკოლაში აქტიურად მინდინარეობს ახალი სასწავლო წლისთვის მზადება, ახლაც აქტიურად მუშაობენ კათედრები, მასწავლებლები სახელმძღვანელოებს ამზადებენ მოსწავლეებისთვის გადასაცემად. პირველი კლასის დამრიგებელი პატარების დასახვედრად საკლასო ოთახს რთავს, რა თქმა უნდა, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიება. 15 სექტემბერს სიხარულით ვხვდებით მოსწავლეებს, მივმართავ სიტყვით, ვუსურვებ წარმატებებს, მეტ მონდომებას სწავლაში და ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. ტრადიციად გვაქვს, რომ ზეიმის და საჩუქრების გადაცემის შემდეგ პირველკლასელები, რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად მიგვყავს ექსკურსიაზე, ძირითადად, რაბათის ციხეს სტუმრობენ, ბავშვები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში და შემდგომ სკოლაში უკეთად ადაპტირდებიან“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 21 კვალიფიციური და გამოცდილი პედაგოგი მუშაობს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და მათი მრავალმხრივი განვითარებისთვის, რაც შემდგომში კურსდამთავრებულთა შედეგებზე აისახება. წელს 9 კურსდამთავრებულიდან 6-მა წარმატებით ჩააბარა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათგან ოთხმა კი სრული დაფინანსება მოიპოვა. 

დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2025-2026 სასწავლო წელს სკოლას ასევე ძლიერი მე-12 კლასი ეყოლება და დარწმუნებულია, ყველა მათგანი წარმატებით გააგრძელებს საგანმანათლებლო გზას. 

„სკოლაში 21 პროფესიონალი და თავის საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე უფროსი მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის, რომ წელს 9 სკოლის კურსდამთავრებულიდან 6-მა ჩააბარა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით, მათგან 4-მა სრული დაფინანსება მოიპოვა, ასევე უძლიერესი მე-12 კლასი გვეყოლება 2025-2026 წელსაც და ეჭვი არ მეპარება ყველა მაღალი შედეგებით ჩაირიცხება სასურველ ფაკულტეტზე.

მოსწავლეთა მცირერიცხოვნობის გამო კლასში 7-8 მოსწავლე გვიზის ყველაზე მეტი 10, შესაბამისად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, ასეთ დროს გაკვეთილზე ყველა მოსწავლე გამოიკითხება, ბავშვებიც მომზადებულები მოდიან. სასწავლო პროცესი მორგებულია მათ ინტერესებსა და საჭიროებებს. პედაგოგი იმდენჯერ ხსნის მასალას სანამ ყველა საფუძვლიანად არ გაიგებს“,- გვიყვება დირექტორი. 

ასეთი მიდგომა კარგ ფუნდამენტს ქმნის მოსწავლეთა წარმატებისთვის. სკოლაში არსებულ ოჯახური გარემოს კი დირექტორისა და პედაგოგთა შრომით, საქმის ერთგულებითა და სიყვარულითა მიიღწევა. 

„24 წელია, რაც ამ სოფელში გამოვთხოვდი და მას მერე, სტუდენტობის პერიოდშიც ვმუშაობდი პედაგოგად, 16 წელია რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ, ვამაყობ და მიხარია, რომ სკოლაში სრული დემოკრატიაა. მასწავლებლების აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია, ჩემგან სრული თანადგომა აქვთ, როგორც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე საათების განაწილებისას, ღონისძიებების ჩატარებისას, ექსკურსიების დაგეგმვისას. მახარებს მათი ინიციატივები და მათ ყველა სასარგებლო წამოწყებას ვახალისებ, ვეხმარები, მოსწავლეები კი ჩვენი მეგობრები რიან. საშინელი წინააღმდეგი ვარ, რომ ბავშვს ეშინოდეს მასწავლებლის ან დირექტორის. მთავარი ურთიერთობაში პატივისცემაა. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ და მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს ვთავაზობ. სოფლის სკოლა ყოველთვის დაჩაგრულია იმ კუთხით, რომ სკოლის დაწყების პერიოდში იწყება აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ყველა - დიდი თუ პატარა სკოლის შემდეგ მინდორს მიაშურებს, ვცდილობ ესეც გავითვალისწინო. ასეთი დამოკიდებულება კი ქმნის იმ ოჯახურ გარემოს, რასაც ამდენი წელია შრომით, მოთმინებით და დიდი სიყვარულთ მივაღწიე“,- ამბობს  შორენა აკოფაშვილი.

სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხს. 

„ქართული ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექვევა ჩვენთან, პირველ რიგში მთავარი აქცენტი და მოთხოვნა ჩემი მხრიდან არის ის, რომ ბავშვები კარგად ფლობდნენ ენას და ამისთვის პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთონ. ვერ ვიტყვი, რომ 100%-იანი შედეგი გვაქვს, მაგრამ მოსწავლეები კარგად საუბრობენ. გვახარებს, რომ ჩვენი მუშაობა ფუჭი არ არის. ასევე ჩემ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ის, რომ ჩვენი სკოლადამთავრებულების 100 პროცენტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს, წასრულსგან განსხვავებით, როცა სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში მიდიოდნენ“,- აღნიშნავს დირექტორი.

თავად მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეებსაც სწავლისკენ მოუწოდებს. 

როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ: ქვეყნის წარმატება მათ განათლებაზეა დამოკიდებული. განათლება უდიდესი ძალაა, რომელიც მათ შესაძლებლობებს ხსნის და საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს.

გაკვეთილზე გამოყოფილი მაქვს 5 წუთი, სადაც მოსწავლეებს ვესაუბრები სწავლის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ განათლებული ადამიანების მხრებზე დგას სახელმწიფო,  რომ ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატება, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის კიდევ უფრო აღორძინება. ვასწავლი, რომ მხოლოდ მასწავლებლებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი და თვითგანვითარებაც მნიშვნელოვანია. ეს სწავლებები დადებითად მუშაობს ბავშვის ფსიქიკაზე და იმედი მაქვს რომ ჩემი მონდომება საქართველოს ღირსეული შვილები აღვუზარდოთ ფუჭად არ ჩაივლის“,- აღნიშნავს შორენა აკოფაშვილი.

 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

დიფერენცირებული სწავლება წელს არ იქნება, არც ისტ-ს ისწავლიან საბაზო საფეხურზე - ახალი სასწავლო წელი დაანონსებული ცვლილებების გარეშე

გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ მობილობის შედეგების ნახვის მერე, შეგიძლიათ თუ არა მობილობაზე უარის თქმა და რა შემთვევაში დაგიბრუნდებათ მობილობაში გადახდილი თანხა

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს!“
 
ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, რომ გაიცნონ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი კულტურა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება