TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სომხეთში, საზაფხულო ბანაკს სტუმრობდნენ
12-09-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დირექტორის, ლალი მელივას წარდგენით, საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.

ფონდ „ლაზარეს“ ინიციატივით, 2007 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი რეგიონული სამშვიდობო პროექტი - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“. ეს პროგრამა ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაუმეგობრდნენ და ხელი შეუწყონ მშვიდობიან თანაცხოვრებას რეგიონში.

ტრადიცია წლებია გრძელდება. მეგობრობა და ნდობა კიდევ უფრო ღრმავდება. 2025 წელს, 4-13 აგვისტოს, სომხეთის ეღეგისის რაიონში 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდის მონაწილეობით მორიგი ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა. 

საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლიდან  პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ცოტნე იარალიშვილი, ანდრია რუსია, მათე ხიდაშელი, ნატალი ქობელაშვილი, სანდრო კირკიტაძე, ქრისტინე ბროლაძე, ნიკოლოზ მახაშვილი და რეზი ახვლედიანი.

ათი დღის განმავლობაში ახალგაზრდები სწავლობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, დგამდნენ წარმოდგენებს, ეცნობოდნენ ერთმანეთის ტრადიციებსა და კულტურას.

„ეს პროექტი არა მხოლოდ ახალი მეგობრობის საფუძველია, არამედ საუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება. მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას და საფუძვლად იქცევა მდგრადი მშვიდობისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში“,- აღნიშნავენ საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში.

პროექტი განხორციელდა შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება