სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის, მოწოდებაა“ - ოლავერდის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს სრაბიანი
11-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - ოგანეს სრაბიანის ხელმძღვანელობით, ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება.

სკოლაში სულ 82 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის 8 პირველკლასელია, რომელთა დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად ემზადებიან. 15 სექტემბერი აქ ერთგვარი დღესასწაულია - ეზო ბავშვების ჟრიამულით ივსება, მშობლებიც და პედაგოგებიც ამაღლებული განწყობით ეგებებიან ახალ გამოწვევებს.

„ყოველწლიურად სკოლა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად განსაკუთრებულად ემზადება, ვაწყობთ ზეიმს და ამაღლებული განწყობით ვხვდებით მოსწავლეებს, სკოლის ეზო ჟრიამულით ივსება და ეს უფრო გვიმაღლებს გუნება -განწყობას, პირველკლასელები საგანგებოდ ემზადებიან ამ დღისთვის. დამსწრე საზოგადოების წინაშე სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრებით გამოდიან და ნიჭსა და შესაძლებლობს წარმოაჩენენ - ზოგი ლექსა ამბობს, ზოგი მღერის, ცეკვავს, ვის რა გამოსდის უკეთ. შემდგომ სიტყვით მივმართავ მოსწავლეებს, ვულოცავ სასწავლო პროცესის განახლებას და კარგად სწავლას ვუსურვებ. პირველკლასელებს მივაცილებთ სასკოლო ოთახამდე და საზეიმოდ გადავცემთ კუთვნილ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს. დამრიგებელი ყველაფერს აკეთებს, რათა პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დღესასწაულად უქციოს და ადაპტაციაში დაეხმაროს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი.

სწავლის ხარისხი სკოლაში მუდამ პრიორიტეტულია - აქ 20 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ყურადღება ეთმობა. შედეგებიც შესაბამისად მაღალია.

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. გვყავს 20 პროფესიონალი პედაგოგი, მათ შორის მხოლოდ ერთია პრაქტიკოსი, დანარჩენი ყველა სტატუსიანია. სკოლა, მოგეხსენებათ მცირეკონტიგენტიანი, შესაბამისად ფატობრივად ინდივისუალური სწავლება მიმდინარეობს, შესაბამისად, საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ ჩვენს მოსწავლეებს. წელს 12-მა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, მათგან ოთხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, გვყავდა ორი ძალიან ნიჭერი და ბეჯითი მოსწავლე და მიკვირს, რატომ არსად არ სცადეს ჩაბარება. დარწმუნებული ვარ მაღალ ქულებს მიიღებდნემ. ჩვენს სოფელში ფუნქციონირებს სპეციალური სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელიც ჩვენი თანასოფლელია, ბავშვები სკოლის შემდეგ მიდიან იქ და რამდენიმე საათი ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, დასრულების შემდეგ კი იღებენ შესაბამის სერტიფიკატებსაც. ასე, რომ მათ აქვთ გარკვეული განათლება და უნარები იმუშაონ და განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები“,- გვეუბნება დირექტორი.

დირექტორის თქმით, სასწავლო პროცესის წარმატებით წასამართავად აუცილებელია სწორი მიდგომები.

„სკოლაში აუცილებელია სიმშვიდე, სწორი მიდგომა და ცოტა სიმკაცრეც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრობა, მაგრამ თავისუფალ დროს, როცა ისინი თამაშობენ, ისე კი ჩემი ღრმა რწმენით მასწავლებელი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს და ეს ზღვარი არ უნდა წაიშალოს“,- აღნიშნავს დირექტორი.

„ეს სკოლა ჩემთვის ძალიან ძვირფასია - აქ გავატარე ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ლამაზი წლები. პედაგოგობა მხოლოდ პროფესია კი არა, მოწოდებაა. თუ ბავშვები, კოლეგები და შენი საგანი არ გიყვარს, ჯობია სხვა გზას დაადგე“, - ამბობს დირექტორი და პროფესიულ გზას გვიყვება. 

„2009 წლიდან 2016 წლამდე ვმუშაობდი ამავე სკოლაში მენეჯერის პოზიციაზე და ვასწავლიდი ინფორმატიკას, მე-6 და მე-7 კლასებში კი ისტორიასა და გეოგრაფიას. როცა ჩვენი ერთ-ერთი მასწავლებელი დეკრეტულ შვებულებაში იყო ქართულსაც ვასწავლიდი. მართალია, შემდეც მცირე წყვეტა მქონდა, რადგან უცხოეთში წავედი, მაგრამ მალევე დავბრუნდი და სპორტის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, 2 წელია, რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი, შემდგომ ჟვანიას სახელობის სკოლა, სადაც 3 თვე ვეუფლებოდი ენას და 3 თვე მენეჯმენტს.

სკოლა ძალიან ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის, აქ გავატარე ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ლამაზი წლები და მიმაჩნია, რომ პედაგოგი უნდა იყო მოწოდებით, გიყვარდეს ბავშვები, შენი კოლეგები, შენი საგანი სხვაგვარად კარგ მასწავლებლად ვერ ჩამოყალიბდები, სჯობს შეიცვალო პროფესია. ადამიანი მუდმივად უნდა განვითარეს, ისწავლოს, აუცილებელია ენების ცოდნაც, წარმოუდგენელია არ იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ და რომლის მოქალაქეც ხარ. ამიტომ ჩვენთან დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას. ყოველთვის, როცა კლასებში შევდივარ და ვესაუბრები მოსწავლეებს ვურჩევ კარგად ისწავლონ, რადგან  რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარ“,- აღიშნავს ოგანეს სრაბიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება