სიახლეები
სკოლები

„სკოლა ჩემთვის ოჯახია, მისი ყოველი კუთხე მიყვარს“- მურჯახეთის საჯარო სკოლის დირექტორი ვარდევან მარგარიანი
11-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულია.

მცირეკონტიგენტიან საბაზო სკოლაში, რომელშიც სულ 20 მოსწავლე სწავლობს, ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ.

წელს სკოლის კარს სამი პირველკლასელი შეაღებს, რომელთა დასახვედრად პედაგოგები, დირექტორის - ვარდევან მარგარიანის ხელმძღვანელობით განსაკუთრებულად ემზადებიან.

სკოლაში სწავლება ქართულ და სომხურენოვან სექტორებზე მიმდინარეობს. მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა, სასწავლო წლის საზეიმო ღონისძიებით დაწყება აქ ტრადიციაა.

„ყოველთვის მონდომებით ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად. ორგანიზებას ვუკეთებთ საზეიმო მიღებას, არის დიდი ჟრიამული და მილოცვები. მოსწავლეებს სიტყვით მივმართავ და სასწავლო პროცესის განახლებას ვულოცავ. პირველკლასელებს საზეიმოდ გადავცემთ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს. პატარებს განსაკუთრებით ვეფერებით, ვანებივრებთ, ვცდილობთ დავეხმაროთ ადაპტაციაში და სასკოლო ცხოვრების დაწყება დღესასწაულად ვუქციოთ“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი.

მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე 16 პედაგოგი ზრუნავს. სკოლაში სასწავლო პროცესი მკაცრი აკადემიური სტანდარტებით მიმდინარეობს. როგორც დირექტორი ამბობს, მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, რაც ბავშვების შედეგებზე აისახება. სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი წარმატებით აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში.

„ჩვენს სკოლაში მაღალი დონის სწავლება მიმდინარეობს, გვყავს 16 პედაგოგი. აქედან მხოლოდ ოთხი იყო პრაქტიკოსი, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ახალ სასწავლო წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსით დაიწყებენ.

სასიხარულოა, რომ საბაზო საფეხურს მე-10 კლასიც დაემატა, თუმცა ჩვენ წელს არ გვყავს მე-10 კლასელი. ქართულ სექტორში ერთი მეცხრეკლასელი სწავლობს, სომხურ სექტორში კი - ერთი მერვეკლასელი.

სწავლის დონე მაღალია, ერთი მოსწავლე, რომ გიზის კლასში სრულად ითვალისწინებ მის ინტერესებს, სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ჩვენს სკოლაში ნიშნების მხრივ სიმკაცრეა, თუ ჩვენთან 8 და 9 ქულას იღებენ, როდესაც საშუალო განათლების მისაღებად ახალქალაქის სხვა სკოლებში გადადიან, მათი ნიშნები იზრდება და მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ. ასეთი მიდგომები და გაზრდილო მოთხოვები მოსწავლეებს უბიძგებს უკეთ ისწავლონ და კონკურენტუნარიანები იყვნენ. ძალიან გვახარებს მათი წარმატებები და მოსწრება. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა 80 პროცენტი წარმატებით აბარებენ და აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ჩვენი სკოლისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან საამაყოა“,- აღნიშნავს დირექტორი.

„სკოლა ჩემთვის ოჯახია, მისი ყოველი კუთხე მიყვარს - აქ ვისწავლე, შემდეგ უმაღლესი დავამთავრე და კვლავ ჩემს სოფელსა და სკოლას დავუბრუნდი. უკვე 36 წელია აქ ვმუშაობ, მათ შორის 30 წელი დირექტორის პოზიციაზე“, - ამბობს დირექტორი. მისი აზრით, ხელმძღვანელის მთავარი ამოცანაა შექმნას მშვიდი, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

„ეს სკოლა დავამთავრე, შემდგომ უმაღლესი და კვლავ ჩემს სოფელს და სკოლას დავუბრუნდი, აქ მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება მაქვს, აქედან 30 წელი დირექტორის პოზიციაზე. ეს სკოლა ჩემთვის იმდენად მშობლიური და ახლობელია, რომ მისი ყველა კუთხე მიყვარს, ყველაფერი მახარებს და ბედნიერებით მავსებს. ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის მთავარია სკოლაში მშვიდი, მეგობრული და სასიამოვნო გარემო იყოს, ეს კი ხელმძღვანელის დიდი მონდომებით მიიღწევა, ლიდერი უნდა იყოს კეთილი და ჰქონდეს დიდი მოთმინების უნარი, ეს უკანასკნელი უმთავრესია, სწორედ ამ შემთხვევაში მიიღწევა ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული გარემო, სადაც ყველა თავს ისე გრძნობს როგორც ოჯახში. ამდენი წლის გამოცდილებამ ეს კარგად მასწავლა. თუნდაც ის რომ სკოლაში სხვადასხვა ეთნოსის მოსწავლეები სწავლობენ, ვერ გაარკვევ ვინ სომეხია და ვინ ქართველი ერთმანეთს ორივე ენაზე ესაუბრებიან და ამაყობენ, რომ მურჯახეთელები არიან“,- ამბობს დირექტორი და დასძენს, რომ სკოლაში სახელმწიფო ენა მაღალ დონეზე ისწავლება, თუმცა სომხურენოვანი სექტორის ბავშვები ისედაც თავისუფლად ფლობენ ქართულს და სწავლის პროცესში სირთულეებს არ განიცდიან.

დირექტორის თქმით, ახალგაზრდობა ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა: „ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია, ზოგჯერ თითქოს ვერ უგებენ უფროს თაობას, მაგრამ მთლიანობაში მაინც პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. ისინი არიან ჩვენი იმედი და დარწმუნებული ვარ ეს თაობა უფრო ნათელი და წარმატებული იქნება. ჩემო კარგები, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს! ვიცით, რომ ისწავლით, იშრომებთ და ააშენებთ იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ“. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

„სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას“

„ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა“

„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

სიახლეები
საზოგადოება