სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პირველ რიგში მოსწავლეებს საქართველოს სიყვარულს ვასწავლი, გული მწყდება, როცა ახალგაზრდობა ტოვებს ქვეყნას“-მოდეგამის სკოლის დირექტორი ოგანეს ჩახალიანი
11-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლა, დირექტორის - ოგანეს ჩახალიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია.

საბაზო სკოლა, სადაც დღეს მხოლოდ 8 მოსწავლე სწავლობს, მიგრაციის შედეგების ცოცხალი მაგალითია. როგორც დირექტორი ამბობს, სოფელში ახალგაზრდობა თითქმის აღარ დარჩა - უმეტესობა საზღვარგარეთ წავიდა. სწორედ ამიტომ, წელს პირველად აღარ ჰყავთ პირველკლასელები.

„სკოლაში 8 მოსწავლე გვყავს, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, დიდი მიგრაციაა, ფაქტიურად სოფელში არ დარჩა ახალგაზრდობა, ყველა საზღვარგარეთ მიდის. წელს არ გვყავს პირველკლასელები, ახალგაზრდები ქვეყნიდან რომ არ წასულიყვნენ წელს 4-5 პირველკლასელი მაინც გვეყოლებოდა. 

წელს, სოფელში გაზი შემოიყვანეს და სკოლაში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, გვიკეთებენ ცენტრალურ გათბობას და ბავშვები ბევრად უფრო კომფორტულდ იგრძნობენ თავს.

მიუხედავად ასეთი მცირერიცხოვნობისა 15 სექტემბერს, მაინც ზეიმით ვხვდებით. მოსწავლეებს ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ძალიან კარგი და გამორჩეული მოსწავლეები გვყავს სწავლაზე ორიენტირებულნი. წინა წელს არ გვყავდა მე-9 კლასელები წელს კი, ჩვენდა სასიხარულოდ, ორივე კლასი გვყავს მეცხრეც და მეათეც.

მოსწავლეთა განათლებაზე 8 პედაგოგი ზრუნავს. ისინი ცდილობენ მოსწავლეებს მრავალფეროვანი გარემო შესთავაზონ და ხარისხიანი ცოდნა მისცენ. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობა სკოლაში ინდივიდუალურ სწავლებას უზურნველყოფს.

„სკოლაში 8 პედაგოგი ასწავლის აქედან 7 სერტიფიცირებულია ერთი კი პრაქტიკოსი. მაღალი დონის პროფესიონალები არიან, ჩვენი მოსწავლეების განათლების ასამაღლებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ და ბავშვებიც ამართლებენ ჩვენს იმედებს, როცა სხვა სკოლაში აგრძელებენ სწავლას თავიანთი აკადემიური მოსწრებით აშკარად გამოირჩევიან. ფაქტობრივად ინდივიდუალურად ვასწავლით, აღარ სჭირდებად დახმარება, სახლში უკვე მომზადებული გაკვეთილებით მიდიან და რჩებათ დრო იკითხონ წიგნები და მრავალმხრივ განვითარდენ. სკოლა ბავშვებს აძლევს საფუძვლიან ცოდნას, შესაბამისად ახალგაზრდები საშუალო განათლების დასრულების შემდეგ სასურველ უნივერსიტეტებში მაღალი ქულებით ირიცხებიან“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლა მისთვის მეორე ოჯახია. როგორც თავად აღნიშნავს, მოსწავლეები შვილებივით უყვარს და თოთოეულის წარმატება თუ მარცხი გულთან მიაქვს. მისი მთავარი საზრუნავია ახალგაზრდებს ქვეყნის სიყვარული შთაუნერგოს, რათა საკუთარ სახელმწიფოში იღვაწონ და არ წავიდნენ უცხოეთში. 

„45 წელია მომავალი თაობის განათლებას ვემსახურები აქედან 37 წელი დირექტორის პოზიციიდან. სკოლა ჩემი ოჯახია, ერთმუშტად შეკრული გუნდი მყავს. მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი ვარ. მათი ყველა წარმატება და მარცხი გულთან მიმაქვს, პირველ რიგში ვასწავლი ქვეყნის სიყვარულს, საოცარი ქვეყანა გვაქვს, მდიდარი, ლამაზი სხვა ქვეყნებიდან გამორჩეული და საოცრად მწყდება გული, რომ ტოვებენ ქვეყანას, ვუხსნი, თუ საჭიროება მოითხოვს ვეხმარები, ოღონდ არ წავიდნენ განსაკუთრებით რუსეთში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. როგორც იქ მუშაობენ აქაც რომ ისე იმუშაონ, ბევრს მიაღწევენ. იცით ასეთი ანდაზა არსებობს ვაშლის ხის ნაყოფი შორიდან უფრო ლამაზი და გემრიელი ჩანსო - ეს მხოლოდ ჩანს, რადგან ის ხე რომელიც შენი მიწიდან იზრდება ბევრად უფრო გემრიელია, ამას ვერ ხვდებიან და ეს ძალიან მადარდებს“,- ამბობს გულდაწყვეტით დირექტორი.

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას. როგორც დირექტორი ამბობს, გამოცდილი პედაგოგის მონდომებისა და მოსწავლეთა ინტერესის წყალობით, შედეგები მაღალია.

„სკოლაში აქტიურად და მაღალი ხარისხით მიმდინარეობს ქართული ენის სწავლება, ძალიან კარგი პედაგოგი გვყავს. მოსწავლეებიც მონდომებით ეუფლებიან სახელმწიფო ენას.

შარშან სტუმრად გვყავდა პატივსაცემი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე ენაზე საუბრობდა. სხვადასხვა ენაზე გაესაუბრა ენების პედაგოგებს ასევე მოსწავლეებს, გაკვირვებული და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა მოსწავლეთა მომზადების ხარისხით და მასწავლებელთა პროფესიონალიზმით, ასეთ მაღალმთიან და პატარა სოფელში ასეთი მაღალი ხარისხის სწავლებისა და ცოდნის დონით“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

მისი  სურვილია, რომ ახალგაზრდობა თავის კერას დაუბრუნდეს: „სხვის ქვეყანაში სტუმრად ყოფნას საკუთარ ქვეყანაში მასპინძლობა და მისი პატრონობა სჯობს. თუ იშრომებენ, თუ იღვაწებენ - ყველაფერს მიაღწევენ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დავაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება