სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მთავარია ხელმძღვანელი კარგი ლიდერი იყოს, იქცეს მაგალითად სხვებისთვის“ - ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი
11-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ ყალიბდებიან ღირსეულ პიროვნებებად, სწავლობენ პასუხისმგებლობას და იძენენ უნარებს, რომლებსაც ქვეყნის სამსახურში გამოიყენებენ. სამაგალითო მოქალაქეების აღზრდის საქმეს სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი დიდი სიყვარულით ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული საზოგადოების ფორმრიებაში.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში სულ 43 მოსწავლე ირიცხება, მათგან 5 პირველკლასელია. ახალი თაობის მიღება სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ. ყოველი სასწავლო წლის დაწყება აქ ნამდვილი დღესასწაულია.

„ყოველი სასწავლო წლის დაწყებას დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვხვდებით, მობილიზებურია სკოლის პედკოლექტივი, ვადგენთ სამომავლო გეგმებს და ვემზადები მოსწავლეთა დასახვედრად. ყოველწლიურად ზეიმით და ამაღლებული განწყობით ვხვდებით მოსწავლეებს, ღონისძიებას აუცილებლად საქართველოს ჰიმნით ვხსნით, მოსწავლეებს, მშობლებს პედაგოგებს, სიტყვით მივმართავ, ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებებს სწავლაში და პირად ცხოვრებაში, პედაგოგებიც მიმართავენ დამსწრე საზოგადოებას, ღონისძიებაში ყველა ჩართულია, იქმნება ამაღლებული განწყობა. პირველკლასელებს კლასის დამრიგებელი მიუძღვის საკლასო ოთახში და მშობლებთან ერთად ეცნობიან სასკოლო გარემოს. შემდეგ პატარებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ მათი კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. სკოლა ბავშვებს სიმბოლურ საჩუქრებსაც უკეთებს, ვულოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, საზეიმო დახვედრა მათ ადაპტაციას უფრო სასიამოვნოს ხდის“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას ოგანეს შორაღიანი.

სკოლაში დასაქმებულია 18 პედაგოგი, რომელთა საქმიანობაც ხარისხიან განათლებასა და მოსწავლეთა წარმატებაზეა ორიენტირებული. მცირერიცხოვან კლასებში ინდივიდუალური მიდგომა განსაკუთრებით თვალშისაცემია - 4-5 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ კლასებში ბავშვები პერსონალიზირებულ სწავლებას იღებენ.

„სკოლაში 18 პედაგოგია, მათგან ერთი წამყვანი, 4 პრაქტიკოსი, რომლებმაც გამოცდა ორ საგანში ჩააბარეს,  ახლა ელოდებიან არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების გრძელვადიან ტრენინგებს სადაც აქტიურად იქნებიან ჩართულნი. ყველა პედაგოგი მაღალკვალიფიციურია, თავის საქმის ერთგული. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს სიღრმისეული ცოდნა მისცენ და სასწავლო პროცესი გაუმრავალფეროვნონ. როცა კლასში 4 და 5 მოსწავლე გიზის 45 წუთის განმავლობაში თითოეულ მათგანს 10 წუთი მაინც ეთმობა. ეს კი ფაქტობრივად ინდივიდუალურ სწავლებას ნიშნავს, მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ რეპეტიტორებთან მომზადება, სკოლის ცოდნითაც წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში. წელს 3 კურსდამთავრებული გვყავდა. მათგან ორი 1+4 პროგრამით იმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. ერთი 100%-იანი გრანტით ისწავლის, მეორე ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით. ეს სასიხარულოა და გვაძლევს სიამაყის საფუძველს, რომ შვენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელის პოზიციას 2008 წლიდან იკავებს, თავის საქმიანობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლიდერულ თვისებებს. 

„2008 წლიდან დავინიშნე სკოლის ხელმძღვანელად, 2015-ში კი არჩეული დირექტორი ვარ, ჩემთვს მთავარია ხელმძღვანელი კარგი ლიდერი იყოს, შეეძლოს ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია და იყოს მრავალმხრივ განვითარებული, არა ერთ საგანში არამედ რამდენიმეში, იყოს მაგალითი სხვებისთვის. 2017 წლიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. ჩავაბარე გამოცდა 5 საგნის მიმართულებით და მოვიპოვე სტატუსი. ჩემი დევიზი, როგორც ადამიანის და როგორც ხელმძღვანელის არის დიდთან დიდი იყო და პატარასთან პატარა, ეს კი მაძლევს საშუალებას ჩემი მოსწავლეებისთვის დიდი მეგობარი ვიყო, თანამშრომლებისთვის იმედი. მახარებს მათი ჩემდამი დამოკიდებულებაც, რადგან ადამიანს ყველაფერი უკან უბრუნდება სიკეთეც და სიბოროტეც, ეს ბუმერანგის კანონია, ამიტომ უნდა აკეთოს ადამიანმა სიკეთე და დათესოს სიყვარული, ამას ვასწავლი ჩემ მოსწავლეებს და ჩემდა სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად კარგი ადამიანები და ქვეყნის ღირსეული შვილები არიან“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

ქართული ენის სწავლებას სკოლაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 

„სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას, გვყავს ქართული ენის ძლიერი პედაგოგები, წარმატებით მიმდინარეობს ბილინგური სწავლება, ასევე ინკლუზიური სწავლება, გვყავს 2 სპეცპედაგოგი, 3 ადგილი თავისუფალია და უნდა გამოვაცხადო კონკურსი. შესაბამისი კვალიფიკაციის აპლიკანტებს სიამოვნებით მივიღებ. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ენის შესწავლაში და მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას“,- აღნიშნავს ოგანეს შორაღიანი და დასძენს - „ჩვენი მიზანია, ბავშვებში თავიდანვე ჩამოვაყალიბოთ შრომისმოყვარეობა, საკუთარი თავის განვითარების სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა“.  მისი ხედვით, თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში მხოლოდ განათლებული, პროფესიონალი და ადამიანური ღირებულებებითაღჭურვილი თაობა შეძლებს ქვეყნის განვითარებას.  სწორედ ამიტომ, სკოლის მთავარი მისიაა მოსწავლეებს მისცეს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ საუკეთესო ადამიანური თვისებები განუვითაროს.

„დინამიური ცხოვრებაა და მხოლოდ მრავალმხრივ განვითარებული, მაღალკლავიფიციური, შრომისმოყვარე ადამიანები აუწყობენ ფეხს, ამიტომ ყველა ახალგაზრდამ უნდა მოინდომოს და იმუშაოს საკუთარ თავზე, რათა განვითარდეს და დააკმაყოფილოს შრომის ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნები თავისი უნარებით და პროფესიონალიზმით, თავიდანვე ვუნერგავთ ამას ჩვენს მოსწავლეებს, ვუხსნით, მოგვყავს მაგალითები. ისინიც სიამოვნებით გვისმენენ და ვიმედოვნებ ცხოვრების გზაზე ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ.

მომავალ თაობას, ჩვენ ღირსეულ ახალგაზრდებს კი პირველ რიგში ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ და რაც მთავარია განივითარონ საუკეთესო ადამიანური უნარები და იყვნენ ქვეყნის და ოჯახის საუკეთესო შვილები“,- აცხადებს სკოლის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

ბავშვებმა, პედაგოგ ნარინე აროიანის ხელმძღვანელობით, ვიდეორგოლი ჩაწერეს და ყველაზე ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ორიგინალურად დაუდასტურეს

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები
საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება