სიახლეები
სკოლები

„არ შეიძლება გერქვას პედაგოგი და არ გიყვარდეს ბავშვები“ - გომანის საჯარო სკოლის დირექტორი ჰაიასტან მოვსესიანი
10-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლა, დირექტორის - ჰაიასტან მოვსესიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესის გასაახლებლად სრულ მზადყოფნაშია. 

წელს სკოლაში 117 ბავშვი ირიცხება, თუმცა კიდევ სამ მოსწავლეს ელოდებიან. 15 სექტემბრს სკოლის კარს ოთხი პირველკლასელი შეაღებს. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ, რადგან მიგრაციის გამო სოფელში მოსახლეობა იკლებს, შესაბამისად სკოლაში მცირდება მოსწავლეთა რაოდენობაც. 

„სკოლაში იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ, რაც მიგრაციის მიზეზია, სამწუხაროდ, ოჯახები საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადადიან, ეს კი პატარა სოფელია და დანაკლისი თვალნათელია. სულ სკოლაში 117 მოსწავლე ირიცხება, თუმცა სამ ბავშვს კიდევ ველოდებით და 120 გახდება. 4  პირველკლასელია წელს დარეგისტრირებული. ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ჩვენ დიდი მონდომებით ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, ყოველდღიური შეხვედრებით, ვმსჯელობთ და ვადგენთ მომავალ სასწავლო წლის გეგმებს. ყოველწლიულად სკოლაში იმართება საზეიმო ღონისძიება. ამაღლებული განწყობით ვხვდებით მოსწავლეებს და ვცდილობთ, მოტივაცია ავუმაღლოთ. პირველკლასელებს გადავცემთ სახელმწიფოს საჩუქრებს - კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს. წელს ერთ-ერთი ჩვენი კურსდამთავრებული პირველკლასელებისთვის სიურპრიზს ამზადებს ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება, მაგრამ მათი მხრიდან ეს ჟესტი ძალიან სასიხარულოა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და ახარებს, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ სკოლას. 

„ეს ჟესტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი შრომა შედეგს იძლევა“, - დასძენს ის.

„ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების ფინანსური დახმარებით აშენდა ჩვენი ახალი, კეთილმოწყობილი სკოლა, სოფელს არ აქვს ბაღი და ახლა ერთ-ერთი მათგანი აპირებს სკოლის ძველი შენობის ადგილზე ბაღის აშენებას. ეს სამომავლო გეგმაა და ძალიან მახარებს და მეამაყება, რომ ასეთი წარმატებული, თავისი სოფლის და ქვეყნის ღირსეული შვილები აღვზარდეთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სოფლის კეთილდღეობისთვის, ეს კი ჩვენი დიდი დამსახურებაა“,- სიამაყით აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სწავლის ხარისხი მაღალია, რაზეც კურსდამთავრებულთა შედეგებიც მეტყველებს.

„სკოლაში 18 პედაგოგია, აქედან ერთი პრაქტიკოსი, ერთს ჩაბარებული აქვს 2 გამოცდა და უმაღლესი ქულები აქვს მიღებული. დანარჩენებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვთ. მიხარია და მეამაყება, რომ სწავლა სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს, წელს 6 კურსდამთავრებულიდან სამი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა 100-პროცენტიანი გრანტით, ერთმა უცხოეთში განაგრძო სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ორმა კი ხელობის შესწავლა გადაწყვიტა, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. გვყავდა ოქროს მედლის კანდიდატებიც, მაგრამ მათ ექსტრენად ჩააბარეს გამოცდები და შესაბამისად ვერ მიიღეს მედლები“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტრორი, რომელიც სკოლას სათავეში 39 წელია უდგას მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა. 

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, მთავარია სკოლაში სიმშვიდე, მეგობრული გარემო, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთთანამშრომლობა სუფევდეს. ბავშვების სიყვარული ჩემთვის უმთავრესია, არ შეიძლება გერქვეს პედაგოგი და არ გიყვრდეს ბავშვები, მაშინ უბრალოდ უნდა წახვიდე პროფესიიდან.

საკმარისია სკოლაში ვინმეს რამეში დახმარება დასჭირდეს ყველა მყისიერად მობილიზდება და ხდება პრობლემის აღმოფხვრა“,- ამბობს ჰაიასტან მოვსესიანი.

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის ხარისხიან სწავლებას. 

„სკოლაში მაღალ დონეზე მიმდინარეობს ქართული ენის სწავლება, კვირაში 5 საათი ეთმობა, აქედან გამომდინარე ახალგაზრდა თაობა ბევრად უკეთ ფლობს სახელმწიფო ენას და უყვარს იგი.

სოფელში ყველა ერთმანეთს იცნობს და პატივს სცემს, ყველამ ყველას მდგომარეობა იცის და შესაძლებლობის ფარგლებში უდგას გვერდით. სოფელი სხვანაირია, ბავშვები პირველივე კლასიდან ეჩვევიან შრომას, მშობლებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ეხმარებიან, თან სწავლობენ. ეს მახარებს და მაბედნიერებს. ისინე ბევრად უფრო მობილიზირებულნი და მოტივირებულნი არიან, რომ ისწავლონ და სწავლით გაიკვლიონ ცხოვრებს არც თუ ისე იოლი გზა“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ თითოეული მოსწავლის წარმატება მისთვისაც ბედნიერებაა. მისი გზავნილიც ასეთია: „ყველა ახალგაზრდას ბედნიერ მომავალს ვუსურვებ,  მთავარია იყვნენ ჯანმრთელები, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ისწავლონ შრომის ფასი და გამოადგნენ პირველ რიგში საკუთარ თავს, მერე ოჯახს და რაც მთავარია ქვეყანას“.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

მასწავლებელი, რომელსაც თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს

სამინისტრო სკოლებთან დაკავშირებით ცვლილებას გეგმავს

სკოლის ავტორიზაციის ექსპერტისთვის საქმიანობის შეჩერების მიზეზები ცნობილია

ბაღის აღმზრდელი, დირექტორი, პროფესორი... - პრემიერმა სააღმზრდელო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა

უქმდება პროფესიული უნარების სააგენტოც - სამინისტრო ქვეუწყებების ლიკვიდაციის შესახებ

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოთქვეს მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სიტყვები, ლექსები
 
 
 

სკოლაში კონკურსის მიმდინარეობას პედაგოგი მარეხი სუდაძე ხელმძღვანელობდა

წელს ალათუმანის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე გახდა სტუდენტი

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება