სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვის ბუნება ძალიან ფაქიზია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომები“ - დილისკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი კარინე ნახატაკიანი
10-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლა 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. 

საბაზო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 100-ს აღწევს, მათ შორის ცხრა პირველკლასელია. პატარებს სკოლაში განსაკუთრებულად ელოდებიან. 

როგორც სკოლის დირექტორი კარინე ნახატაკიანი გვიყვება, სკოლაში ახალი სასწავლო წლის მოლოდინში დიდი სამზადისია. ტრადიციისამებრ, სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნება - ბავშვები მღერიან, ცეკვავენ, კითხულობენ ლექსებს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით ივსება. დირექტორის თმით ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, შესაბამისად მოლოდინიც ამაღელვებელი. 

„დიდი ენთუზიაზმით ველოდებით სკოლის დაწყებას, ვადგენთ სასწავლო გეგმას, პირველკლასელებისთვის ვრთავთ საკლასო ოთახს, ორგანიზება ვუკეთებთ ღონისძიებას. ყოველწლიურად ზეიმით ვხვდებით მოსწავლეებს - არის სიმღერები, ცეკვები, ლექსები ...  ბავშვები სიხარულით არიან ჩართულნი ღონისძიებაში, ძალიან ამაღლებული და სასიამოვნო განწყობა სუფევს, მოსწავლეებს მივმართავ სიტყვით, ვულოცავ სკოლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებასა, სასწავლო მიღწევებს, პირველკლასელებს კი საზეიმოდ გადავცემთ მათთვის განკუთვნილ ნივთებს - სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერს, ვეხმარებით ადაპტაციაში, ვცდილობთ თბილ და ოჯახურ გარემოში იგრძნონ თავი. დამრიგებელი გასართობ-შემეცნებითი თამაშებით ცდილობს პატარების სასწავლო პროცესში ჩართვას, რაც პატარების მოტივაციაზე აისახება“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას კარინე ნახატაკიანი.

სკოლის კოლექტივისთვის განათლების ხარისხი უპირველესია. საბაზო საფეხურს წელს მე-10 კლასიც დაემატა, რაც ხელმძღვანელს ახარებს. როგორც დირექტორი ამბობს, პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ერუდირებული თაობა აღზარდონ. 

„ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მოსწავლეთა ცოდნის ასამაღლებლად. 18 პედაგოგიდან, მხოლოდ ერთია პრაქტიკოსი, დანარჩენი ყველა სერტიფიცირებულია. 

სკოლაში ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორებთან მომზადება. ჩვენი სკოლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები სწავლას აქვე, ჩვენი სოფლის საშუალო სკოლაში აგრძელებენ ან ქალაქის სკოლებში მიდიან. მათი აკადემიური მოსწრება მაღალია. თითქმის ყველა სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. წელს, მაგალითად, ორმა ჩააბარა სრული დაფინანსებით, მათგან ერთი ოროსმედალოსიანია. ეს კი ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, საამაყო და სასიხარულოა, რადგან თითოეული მოსწავლე ჩემს ხელში დაფრთიანდა“,- სიამაყით აღნიშნავს დირექტორი. 

მისი თქმით, 20-წლიანმა გამოცდილებამ კარგად ასწავლა, რომ ბავშვის ბუნება ფაქიზია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომები. 

„ამავე სკოლაში ხელმძღვანელის პოზიციაზე 20-წლიანმა მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში კი მასწავლა, რომ ბავშვის ბუნება ძალიან ფაქიზი და სათუთია, ერთი არასწორი ნაბიჯი და შეიძლება ბავშვს ფსიქიკა დუზიანდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მიდგომები. ისინი ჩემი მეგობრები არიან,  მე კი მათი დიდი გულშემატკივარი. მოსწავლეები საკუთარი შვილებივით მიყვარს, მათ ყველა წარმატებას საკუთარ წარმატებად აღვიქვამ და მახარებს, რომ მათი მხრიდანაც მუდმივად ვგრძნობ პატივისცემასა და სიყვარულს. პედაგოგს მეტი რა უნდა უნდოდეს. სკოლა ჩვენთვის მეორე ოჯახია, ყველა თანამშრომელი ერთმანეთის ძვირფასი და ახლობელია, ასე მოვდივარ 20 წელი და ასე იქნება შემდგომშიც“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს ბილინგვური სწავლება. 

„სკოლაში ბილინგური სწავლება მე-2-დან მე-6 კლასის ჩათვლით მიმდინარეობს, გვყავს ქართული ენის 2 პედაგოგი, რომლებიც სრულყოფილად ასწავლიან მოსწავლეებს სახელმწიფო ენას და მის სიყვარულს, მიხარია, რომ მოსწავლეები კარგად ფლობენ და უყვართ ქართული ენა და რაც მთავარია, ქვეყანა. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და სხვანაირად წარმოუდგენელია“,- ამბობს კარინე ნახატაკიანი.

ახალგაზრდებისთვის მისი გზავნილიც სწორედ ეს არის, ასახელონ სკოლა, ოჯახი და ქვეყანა. 

„მინდა ახალგაზრდებმა დაუზარელად ისწავლონ, იშრომონ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ მათზე და დაე გაგვიმართლონ იმედები, ასახელონ სკოლა, ოჯახი და ქვეყანა. იყვნენ ღირსეული შვილები“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება