სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის უპირველესია, სკოლამ კარგი ადამიანები​ აღზარდოს“-ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორი თათევოს პალიანი
10-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლა, დირექტორის - თათევოს პალიანის ხელმძღვანელობით, ახალ სასწავლო წელს სრული მზაობით ხვდება.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში წელს სულ 89 მოსწავლე ირიცხება, რომელთაგან ხუთი პირველკლასელია. დირექტორის თქმით, ​სამწუხაროდ, ყოველწლიურად მოსწავლეთა რაოდენობა იკლებს. დირექტორი, რომელიც 36 წელია მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე დგას ამ ფაქტის გამო წუხს და აღნიშნავს, რომ ეს გულდასაწყვეტი გარემოებაა, თუმცა პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ, რომ მოსწავლეებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცე შესთავაზონ და მათ განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ. 

„წელს სკოლაში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა შემცირებულია და სამწუხაროდ ყოველწლიურად მცირდება, რაც გულდასაწყვეტია. სულ რეგისტრირებულია 89 მოსწავლე აქედან 5 პირველკლასელია, სამწუხაროდ მეორე კლასი საერთოდ არ გვყავს“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი და მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებას მოუთმენლად ელის. 

სწავლის პირველ დღეს იმართება ლამაზი ღონისძიება - მოსწავლეები, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, სასწავლო პროცესის განახლებას ზეიმობენ - მღერიან, ცეკვავენ, ლექსებს კითხულობენ. პირველკლასელებს კი საზეიმოდ გადაეცემათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები, ადაპტაციაში მათ დამრიგებელი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პატარებმა პირველი დღიდანვე იგრძნონ ოჯახური და მეგობრული გარემო. 

ყოველწეიულად განსაკუთრებული მზადება და წინა სათხუთმეტსექტემბრო ფუსფუსია ჩვენს სკოლაში, ვემზადებით, რათა მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა შევუქმნათ. პირველკლასელებს პირველი დღიდანვე შევაყვაროთ სკოლა, უფროსკლასელებს კი მეტი მოტივაცია მივცეთ. ვაწყობთ ლამაზ ზეიმს, მოსწავლეები მღერიან, ცეკვავენ, ამბობენ ლექსებს. ყველას აქვს შესაძლებლობა წარმოაჩინოს შესაძლებლობები. სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მივმართავ და ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. პირველკლასელებს კუთვნილ სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს გადავცემ. შესაბამისად პარატებით სიხარულით მოდიან სკოლაში, რადგან იციან, რომ თბილი და ოჯახური გარემო ელოდებათ. მაღალპროფესიონალიზმით გამორჩეული დამრიგებელი, მათ ნელ-ნელა, თამაშ- თამაშით უღვივებს სწავლის სურვილს, პატარებიც დიდი ინტერესით, ხალისით ერთვებიან სასწავლო პროცესში“,- გვეუბნება თათევოს პალიანი.

სკოლაში, ამჟამად 17 პროფესიონალი, სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის, რომლებიც ინდივიდუალურ მიდგომას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება. როგორც დირექტორი ამბობს, „მათი მიზანია, მოსწავლეებს არაფერი დარჩეთ გაუგებარი. მასწავლებლები ბოლომდე იხარჯებიან, რომ თითოეულმა მათგანმა საფუძვლიანად გაიაზროს ნასწავლი. 

„სკოლაში 17 პროფესიონალი, სტატუსიანი პედაგოგი გვყავს, ერთი წამყვანი დანარჩენი კი უფროსია. ისინი მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს წარმართავენ. კლასში 5-6 მოსწავლე ზის, რაც შესაძლებელს ხდის ინდივიდუალურ სწავლებას. წელს მხოლოდ მეთორმეტე კლასში გვყავს 18 მოსწავლე. სწავლების ხარისხი ჩვენთან მაღალია -  ყველა მოსწავლე გამოიკითხება და ბავშვებიც მომზადებული და მობილიზირებულები არიან, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უხსნის მასწავლებელი, ბოლომდე იხარჯებიან პედაგოგები, რომ მოსწავლეებისთვის რამე არ დარჩეს გაუგებარი“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორისთვის სკოლა მეორე ოჯახია - „აქ ვატარებ ცხოვრების უმეტეს დროს. ჩემთვის მთავარია არა მხოლოდ განათლება, არამედ ადამიანური ურთიერთობები“,- ამბობს ის. 

„36 წელია სკოლის დირექტორი ვარ. სკოლა ჩემთვის ოჯახია, სადაც უფრო მეტ დროს ვატარებ, თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი ჩემი ცხოვრების ნაწილია და როგორ შეიძლება ისინი არ მიყვარდეს, მათთვის მაქსიმუმი არ გავაკეთო, მათი მხრიდანაც მუდამ ვგრძნობ სიყვარულსა და პატივისცემას, ჩემთვის როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის უპირველესია, სკოლამ კარგი ადამიანები აღზარდოს, მთავარია მოსწავლეები მეგობრულ და მშვიდ გარემოში იყვნენ, სწორ ღირებულებებზე აღიზარდონ, დანარჩენს ყველაფერს მოევლება“,- აღნიშნავს ის. 

სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

„წელს სკოლა ექვსმა ახალგაზრდამ დაამთავრა, მათგან ერთი, თბილისში უმაღლეს სასწავლებელში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა, დანარჩენებმა კი პროფესიული საქმის შესწავლა არჩიეს და ეჭვიც არ მეპარება თავიანთი შრომით მიღწევები ექნებათ. 

ჩემდა სასიხარულოდ უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, ბევრმა დაამთავრა და წარმატებით მუშაობს.

ყველა კარგად ფლობს ქართულ ენას, წარმატებითაც სწავლობენ და მუშაობენ დედაქალაქში თუ სხვა რეგიონებში, სადაც ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღება ვაქცევთ სახელმწიფო ენის სწავლებას, ისინიც ხალისით და სიყვარულით სწავლობენ“,- სიამაყით აღნიშნავს დირექტორი. 

დირექტორი პირველკლასელებს წიგნის სიყვარულს უსურვებს, ხოლო ახალგაზრდობას მიმართავს: „ისწავლეთ, იშრომეთ, ნუ დაკარგავთ დროს ფუჭ საქმეებში და იყავით, უპირველესად, კარგი ადამიანები. რადგან თუ ადამიანი არ ხარ, ნებისმიერი წარმატება ამაოა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება