| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - დიტო ჭოლარიამ და ლიზი გითოლენდიამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
დიტო ჭოლარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და ლიზი გითოლენდია კი მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ - მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.
სკოლაში კურსდამთავრებულებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ და ახალგაზრდებს ბედნიერ სტუდენტობას უსურვებენ.
„აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ კურსდამთავრებულებს წარმატებულ ჩარიცხვას - დიტო ჭოლარიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში -საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და ლიზი გითოლენდიას ალტერბრიჯში -მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში - მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამაზე.
წინ, ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა