TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და მშვიდ გარემოს“- თბილისის N117 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება
10-09-2025
-
+


„ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და მშვიდ გარემოს“- აღნიშნავენ თბილისის N117 საჯარო სკოლაში და აქტიურად აგრძელებენ სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტს.

5 სექტემბერს, თბილისის N117 საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნისთვის, კიდევ ერთი აქტივობა განხორციელდა, რაც მოიცავდა ადმინისტრაციის წევრებისა და პედაგოგების ერთობლივი ჩართულობით, სკოლის ეზოს დასუფთავებას, ქუჩიდან გადმოყრილი ნარჩენების შეგროვებასა და დახარისხებას (მდგრადი განვითარების მიზნები N6 და N15).

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გასულ, 2024-2025 სასწავლო წელს მასწავლებელთა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის ფარგლებში, დაიწყო, დაიგეგმა და შემუშავდა განსახორციელებელი აქტივობების გეგმა, განხილულ იქნა ეზოს მოწესრიგებისა და მოწყობის იდეები.

აღნიშნულ პროექტში სკოლა აქტიურად თანამშრომლობდა ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობასთან, რომელთა დახმარებით და ჩართულობით გასუფთავდა სკოლის ტერიტორია ზედმეტი ნარჩენებისგან, გადაიბელა ხეები და გატანილ იქნა ნარჩენები.

„სკოლის ეზოს კეთილმოწყობის პროექტი კვლავ გრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და კიდევ არაერთ აქტივობას გეგმავენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება