TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ალეკო კონცელიძე საზეიმოდ დაჯილდოვდა 
10-09-2025
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს საფუძვლიან ზოგად განათლებას აძლევს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს, რაც, რა თქმა უნდა, მოწაფეთა მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლე ჰყავს, მათ შორის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთა წარმატება სკოლის დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა. 

ერთ-ერთია ალეკო კონცელიძე, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებული და სკოლის ოქროსმელადლოსანი გახლავთ. 

ახალგაზრდა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა. 

აღსანიშნავია, რომ ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ, ოქროსა და ვერცხლისმედალოსან მოსწავლეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 25- მა კურსდამთავრებულმა ოქროს მედალი მოიპოვა, მათ ქედის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად 800 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს გადასცემს. მათ შორისაა ალეკო კონცელიძეც.

აღსანიშნავია ოქროსა და ვერცხლისმედალოსან კურსდამთავრებულებს, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია შეხვდა.

სკოლაში კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს ასეთივე წარმატებით განათლების მიღება. 

„ჩვენი ოქროსმედალოსანი, ალეკო კონცელიძე გილოცავთ“, - სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში და დაჯილდოების ღონისძოებიდან ფოტოსურათს გვიზიარებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება