სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განმუხურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიამ ხარგელია, ლიზი თურმანიძე და ნინი გოგოხია საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
08-09-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან საბაზო განათლებას აძლევს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს, რაც მოწაფეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს. 

მათ შორის არიან - მარიამ ხარგელია, ლიზი თურმანიძე და ნინი გოგოხია, რომლებიც ახლახან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა. 

2024-2025 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება ზუგდიდის მერიაში გაიმართა.

მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - დავით ვერავამ და ზუგდიდის მერმა - მამუკა წოწერიამ გადასცეს.

სკოლაში ახარებთ კურსდამთავრებულთა წარმატება და ახალაგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელოს განათლების მიღება ახლა უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. 

„წარმატებები ჩვენს ოქროს გოგონებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება