სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის უმთავრესი ამოცანაა კარგი ადამიანები აღვზარდო“ - ახალქალაქის N5 სკოლის დირექტორი ნაზენიკ მოსოიანი
08-09-2025
-
+


ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა, დირექტორის -ნაზენიკ მოსოიანის ხელმძღვანელობით, ახალ სასწავლო წელს სრული მზადყოფნით ხვდება. სასწავლო წლის პირველი ზარი სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით ირეკება. ეს დღე, აერთიანებს სხვადასხვა თაობას - პირველკლასელებს, კურსდამთავრებულებს, მშობლებსა და პედაგოგებს და სკოლაში ქმნის ამაღელვებელ, სადღესასწაულო განწყობას. 

წელს სკოლაში 11 პირველკლასელს ელოდებიან, სულ კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 125 მოსწავლე ირიცხება. 

„სკოლა ყოველწრიულად განსაკუთრებულად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, აუცილებლად ვაწყობთ ღონისძიებას, მივმართავთ სიტყვით მოსწავლეებს, მშობლებს, ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ სწავლასა თუ შემოქმედებით საქმიანობაში.

ტრადიციად გვაქვს - მე-12 კლასელები მიაცილებენ პირველკლასელებს საკლასო ოთახში, ოთახი გაფორმებულია ბუშტებით და საზეიმო დეკორაციებით. პატარებს კუთვნილი კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების გარდა, ელოდებათ სიურპრიზები. საჩუქრებს მათ კლასის დამრიგებელი ურიგებს. სამახსოვრო საჩუქარი, რომელიც მათ სკოლაში გატარებულ 12 ლამაზ წელს მუდამ გაახსენებს. ზეიმს აუცილებლად ესწრებიან მშობლები.

სკოლაში დღეს 29 პროფესიონალი პედაგოგი მუშაობს, მათ შორის 5 ბილინგვური სწავლების სპეციალისტია, 1 სპეცპედაგოგი და დანარჩენები კი უფროსი მასწავლებლები.

მცირეკონტიგენტიანობის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი ინდივიდუალურ მიდგომებზეა აგებული შედეგიც დირექტორის სასიხარულოდ, შესამჩნევია.

„სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს, მთავარია მოინდომოს, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ სკოლის მცირეკონტიგენტიანობის გამო ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. რასაც ისიც ადასტურებს, რომ წელს თვრამეტი კურსდამთავრებულიდან თითქმის ყველამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, აქედან 10 საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, მათგან რვამ 100%-იანი გრანტი მოიპოვა, დანარჩენები კი უცხოეთში გააგრძელებენ სწავლას. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსწავლეები სახელმწიფო ენას სრულყოფილად ფლობენ, ხშირად უკეთესადაც კი, ვიდრე ძველი თაობა.

„მოსწავლეები სრულყოფილად ფლობენ ენას და უნდა ვთქვა ძველ თაობაზე უკეთ. ეს კი მახარებს და დიდად მეამაყება, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ და რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, როგორ შეიძლება ენა არ იცოდე“,- აცხადებს ის.

სკოლის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს სწორი მიმართულება მისცეს. ცოდნა და პროფესია აუცილებელია, მაგრამ, როგორც დირექტორი ამბობს, ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ - კარგი პროფესიონალი. ამიტომ სკოლაში მოწოდებულნი არიან ღირსეული მოქალაქეები აღზარდონ და საგნებთან ერთად, ახალგაზრდებს სიკეთის კეთებას, ქვეყნის სიყვარულსა და სხვის აზრის პატივისცემას ასწავლიან.

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის უმთავრესი ამოცანაა სწორი მიმართულება მივცეთ ბავშვებს და რაც მთავარია, აღვზარდოთ საუკეთესო ადამიანებად, ამიტომ მუდამ ვესაუბრებით სამშობლოს სიყვარულზე, სიკეთეზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე და სხვისი აზრის მოსმენა- გათვალისწინებაზე. ეს სწავლაზე უმეტესია, იმიტომ, რომ პიროვნება ჯერ ადამიანი უნდა იყოს და მერე კარგი პროფესიონალი. ამის მაგალითს ჩვენ სკოლის თითოეული წევრი ვაძლევთ ჩვენი ქცევით, დამოკიდებულებითა და  ერთმანეთისადმი და მათდამი უდიდესი პატივისცემით.

ახალგაზრდებო, ჩვენო იმედო და მომავალო, იყავით ჯანმრთელები, გიყვარდეთ სამშობლო, ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი კარგი ადამიანობით გამოადექით ქვეყანას, ეს ჩემი მოკრძალებული თხოვნაა თქვენდამი“,- აღნიშნავს ნაზენიკ მოსოიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება