TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენმა შრომამ, მიზანდასახულობამ და ერთგულებამ შედეგი გამოიღო“ - ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს 
08-09-2025
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. 

სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია აბიტურიენტებს გამოცდებზე გულმურვალედ გულშემატკივრობდა, დღეს კი მათი წარმატებით ხარობს და ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

„ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრას

თქვენმა შრომამ, მიზანდასახულობამ და ერთგულებამ შედეგი გამოიღო – წარმატებით ჩაირიცხეთ უმაღლეს სასწავლებლებში! ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, სადაც გელოდებათ მეტი ცოდნა, გამოცდილება და არაერთი შესაძლებლობა.

გისურვებთ, დაუღალავ ენერგიას, წინსვლას, წარმატებულ სასწავლო წლებს. იყავით მუდამ ძლიერები, მოტივირებულები და გახსოვდეთ – თქვენი სკოლა და პედაგოგები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს განვითარებაში.

ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექცია გულითადად გილოცავთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება