| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის N1 სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროფესიას სკოლაშივე ეუფლებიან. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული მოკლევადიანი პროგრამები წარმატებით მიმდინარეობს.
აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ - ფარგლებში, მარტვილის N1 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს პროფესიული გადამზადების პროგრამა კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
30 ივლისს, პროგრამაზე სწავლა მესამე ნაკადმა შემაჯამებელი გამოცდით წარმატებით დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ განხორციელდა მიღება და წარმატებით ჩატარდა პროფესიული მომზადება მოკლევადიანი კურსის სახით.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები აბარებენ შემაჯამებელ გამოცდებს, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია მოსწავლეების, ადგილობრივი ახალგაზრდების და ზრდასრულთა პროფესიული უნარების განვითარება და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა