სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოსწავლეთა სიმცირის გამო, ჩვენს სკოლაში ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს“- გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
08-09-2025
-
+


გარდაბნის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ყოველთვის საზეიმოდ იწყება. სკოლის დირექცია დიდი პასუხისმგებლობითა და მზაობით ხვდება ამ დღეს – წინასწარ მუშავდება სასწავლო გეგმა, ფორმირდება საგანმანათლებლო სტრატეგია და ყოველი დეტალი იწერება. როგორც სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა აღნიშნავს, ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ პირველივე დღიდან მოსწავლეებმა თავი კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნონ.

„სკოლა ყოველწლიურად სრული მობილიზებით ხვდება ახალ სასწავლო წელს. პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელია, იმართება საზეიმო ღონისძიება. მოსწავლეებს მივმართავ სიტყვით, ბავშვებს ესალმებიან პედაგოგები. პირველკლასელებს საზეიმოდ გადავცემთ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს, შემდეგ კი მშობლებთან ერთად ვაცნობთ სასკოლო გარემოს, შემდეგ მიგვყავს ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

აღსანიშნავია, რომ წელს გარდაბნის N6 საჯარო სკოლის კარს ოთხი პირველკლასელი შეაღებს. საბაზო, აზერბაიჯანულენოვან სკოლაში კი სულ 71 მოსწავლე ირიცხება.

სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, რომელთა შორის ოთხი ბილინგვური სწავლების სპეციალისტია. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ენობრივი გარემოს პირობებში.

„სკოლის მაღალპროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განათლების ამაღლებაზე არიან ორიენტირებულნი, გვყავს 4 ბილინგვური სწავლების პედაგოგიც. სკოლაში განსაკუთრებული მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევს, რადგან ჩვენი ყველა პედაგოგი ადგილობრივია და კარგად იცნობენ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს. იციან მათი ოჯახური მდგომარეობა და შესაბამისად რეაგირებენ საჭიროებისამებრ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორს ახარებს, რომ წელს საბაზო საფეხურს დაემატა მე-10 კლასი.

„ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრძელებს. უმეტესობა ქართულ სექტორს ირჩევს“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის განსაკუთრებულობას ასევე განაპირობებს მოსწავლეთა მცირერიცხოვნობა, რაც შესაძლებელს ხდის ინდივიდუალურ მიდგომას. 

„სკოლაში მოსწავლეთა სიმცირის გამო ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, მოსწავლეები გაკვეთილზევე სწავლობენ მასალას, იქვე აბარებენ მასწავლებელს, ხდება ყველას გამოკითხვა და თუ მათთვის რაიმე გაუგებარია, უხსნის პედაგოგი და მათ გაკვეთილის საფუძვლიანად გააზრებაში ეხმარება. ამიტომ ჩვენი სკოლადამთავრებულთა უმეტესობა სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს, წელს 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, რაც გვიხარია და უდაოდ გვაძლევს სიამაყის საფუძველს, ჩემთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, აუცილებელია, სკოლაში ურთიერთპატივისცემა და თანადგომა იყოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ“,- ამბობს გულჩოხრა გუსეინოვა.

დირექტორი განსაკუთრებულად გამოყოფს ბილინგური სწავლების სპეციალიტს - ქართული ენის პედაგოგ ნინო ფეცურიანს და ბიოლოგიის მასწავლებელ სონა კახრამანოვას, რომლებიც სკოლაში აქტიურად ახორციელებენ თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებს.

„არ შეიძლება არ გამოვყო ბულინგური სწავლების სპეციალისტი, ქართულის პედაგოგი ნინო ფეცურიანი და ბიოლოგიის პედაგოგი სონა კახრამანოვა, ამ უკანასკნელს სკოლაში შემოაქვს ყველა სიახლე, რაც საგანმანათლებლო სფეროში ინერგება. 

ქართული ენის სწავლება სკოლაში პრიორიტეტულია, რასაც თავად დირექტორი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:

„ქართულის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მოსწავლეები სიხარულით სწავლობენ. ჩემთვის ქართული ენა უმთავრესია, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემმა ორივე შვილმა ქართული სკოლა დაამთავრა საუკეთესო შედეგებით, სწავლა თბილისის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელეს, რა თქმა უნდა, ქართული სექტორში, დაამთავრეს ასპირანტურა -დოქტურანტურაც და წარმატებულები არიან თავის საქმეში, ვერც კი წარმომიდგენია საქართველოში დაბადებულმა გაზრდილმა ადამიანმა, როგორ არ უნდა იცოდეს ქართული ენა“,- აღნიშნავს გულჩოხრა გუსეინოვა.

მისივე თქმით, თანამედროვე ახალგაზრდები ტექნოლოგიებში მეტად დახელოვნებულები არიან, თუმცა მათთვის აუცილებელია ზოგადი განათლების გაღრმავება და უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარება. 

„ყველა ახალგაზრდას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მთავარია უყვარდეთ თავისი სამშობლო, მოუსმინონ უფროს თაობას, პრაქტიკული ახალგაზრდობა გვყავს, ტექნოლოგიებს ჩვენზე კარგად ფლობენ, მაგრამ ზოგადი განათლება აუცილებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარება.

ასევე მინდა სკოლებში გენდერული თანასწორობა იყოს, ძალიან გვაკლია მამაკაცი პედაგოგები და მინდა, რომ ვაჟებმა ისწავლონ და პედაგოგებად დაუბრუნდნენ სკოლებს. წარმატებები ჩემო კარგო ახალგაზრდობავ!“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება