TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლაში, მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევს, რაც ჩემთვის, როგორც ხემძღვანელისთვის უმთავრესია“ - კალინინოს საჯარო სკოლის დირექტორი ზამილა მამედოვა
08-09-2025
-
+


​გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულის მომტანია. 

წელს სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 220, აქედან 18 პირველკლასელია. 

სკოლის დირექტორი ზამილა მამედოვას თქმით, სასწავლო პროცესის განახლება სკოლაში დიდი დღესასწაულია, რომელიც დირექციას, პედაგოგებსა და მშობლებს აერთიანებს ერთი მიზნის გარშემო შეუქმნან მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა და მისცენ სასწავლო მოტივაცია. 

დირექტორის თქმით, ეს დღე განსაკუთრებით საზეიმოა პირველკლასელებისთვის, რომლებიც ცოდნის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამენ. 

„პირველკალსელებს განსაკუთრებულად ვხვდებით, საზეიმოდ გადავცემთ კომპიუტერებს, სახელმძღვანელოებს. პატარებს საჩუქრებითათ ვანებივრებთ. ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და ისინიც გადასცემენ პატარებს საჩუქრებს. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები არიან ზღაპრის გმირები. ანიმატორებს სტუმრობა პატარებს განსაკუთრებით ახარებთ. 

ბავშვებს სიტყვით მივმართავ, მოსწავლეებს ეცნობიან პედაგოგები. იმართება საზეიმო ღონისძიება, ბავშვებს საშუალებას ვაძლევთ შესაძლებლობები წარმოაჩინონ - თავადვე წარმოთქვამენ ლექსებს, მღერიან, ცეკვავენ. ისინი ბაღიდან საკმაოდ მომზადებულები მოდიან, ზეიმი ყოველთვის გრანდიოზული გვაქვს. ვცდილობთ პატარები გავაბედნიეროთ, შემდგომ უკვე პროფესიონალი პედაგოგები ბავშვებს განმავითარებელ თამაშებს სთავაზობენ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველკლასელებს სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია გავუმარივით“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლა დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლებით: გვყავს 1 მენტორი, 1 წამყვანი, დანარჩენი კი უფროსი მასწავლებელი. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ხარისხიან სწავლებასა და დისციპლინას. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მოსწავლეთა ცოდნის ასამაღლებლად, საგნებთან ერთად კი ასწავლიან ადამიანობას და, რაც მთავარია, ქვეყნის სიყვარულს. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას. ზამილა მამედოვას თქმით, მოსწავლეები დიდ ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულს და სასიხარულოა, რომ ყველანი თავისუფლად ფლობენ მას.

„დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას, გყავს ქართული ენის 5 პედაგოგი, მათ შორის ერთი მენტორია, დანარჩენი უფროსი მასწავლებლები და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყველა მოსწავლე ხალისით სწავლობს სახელმწიფო ენას ფლობს მას“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი სკოლაში არსებულ ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროსაც უსვამს ხაზს, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ საკითხზე მიმართონ როგორც პედაგოგებს, ისე მას პირადად.

„სკოლაში, მეგობრული და ოჯახური ატმოსფერო სუფევს, რაც ჩემთვის, როგორც ხემძღვანელისთვის უმთავრესია, ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, ბავშვებს შეუძლიათ თითეულ პედაგოგს, პირადად მე, გაგვიზიარონ ყველა წარმატება თუ პრობლემა, რაზეც მყისიერად ვრეაგირებთ - ეს კი კარგად ისახება, როგორც მოსწავლეთა მოსწრებაზე, ასევე ნდობაზე. რაც აუცილებელია“,- ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდების დიდი გულშემატკივარი კურსდამთავრებულებს ნათელ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

„წელს სკოლა ხუთმა მე-12 კლასელმა დაამთავრა. მათგან ორმა პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა, სამმა კი მუშაობა დაიწყო, მათი შრომისმოყვარეობა დასაფასებელია, პატარობიდან ეჩვევიან შრომას და სწავლობენ შრომის ფასს.

ყველა მოსწავლეს პირველ რიგში ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამიხარდება თუ კარგი პროფესიონალები დადგებიან და სკოლას, სოფელსა და ქვეყანას ასახელებენ“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება