სიახლეები
სკოლები

„გვყავს საოცრად თბილი, პროფესიონალი პედაგოგების გუნდი“- ძიმითის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ სამსონია ახალი სასწავლო წლის მოლოდინში
05-09-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას ყოველთვის განსაკუთრებული მზაობით ხვდება.

დღეის მონაცემებით, მცირეკონტიგენტიან სკოლაში სულ 145 მოსწავლე ირიცხება, წელს კი სკოლის კარს 8 პირველკლასელი შეაღებს. 

სკოლის დირექტორი მალხაზ სამსონია ნოსტალგიით​ იხსენებს, რომ როდესაც ძიმითის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა მოსწავლეთა რაოდენობა 280-ს შეადგენდა. დღეს მიგრაციის გამო სოფელს მოსახლეობა ტოვებს, აქედან გამომდინარე სკოლაში პირველკლასელთა მიღება გამორჩეულად უხარიათ. ბავშვებს საზეიმო ვითარებაში ხვდებიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ სწავლის პირველი დღე პატარებისთვის დღესასწაულად აქციონ. 

„15 წლის წინ, როცა მე დავიწყე ამ სკოლაში მუშაობა მოსწავლეთა რაოდენობა 280 იყო, სამწუხაროდ მიგრაციაა, სოფელს ტოვებს ხალხი, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა ჩვენი სკოლა ყოველთვის გასაკუთრებულად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, პირველკლასელებს სიხარულით ვეგებებით, მივმართავ სიტყვით, ეცნობიან პედაგოგები, სამადლობელი სიტყვით გამოდიან მშობლები, პატარებს გადავცემთ კომპიუტერებს და სახელმძღვანელოებს, ვეხმარებით ადაპტაციაში, ვზრუნავთ მათ მოტივაციაზე და ამისთვის ამაყლებულ განწყობას ვქმნით, შედეგად ბავშვებიც სიხარულით უერთდებიან სწავლის პროცესს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში მალხაზ სამსონია.

სკოლის ძალა მისი კოლექტივია - თბილი და პროფესიონალი პედაგოგების გუნდი, რომელთაგან ყველა სტატუსიანია. ახალგაზრდა სპეციალისტებიც აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა პედაგოგის, გიორგი ზამბახიძის წარმატება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსში და სკოლის სახელით ფინალშიც გავიდა. დირექტორის თქმით, დიდი შრომის შედეგია ისიც, რომ ოზურგეთში ავტორიზებული სკოლების სიას ოფიციალურად შეუერთდა მათი სკოლა.

„გვყავს საოცრად თბილი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, არცერთი არ არის სტატუსის გარეშე, ახალგაზრდა პედაგოგებიც არიან, არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდა პედაგოგის - გიორგი ზამბახიძესი დამსახურება, რომელმას ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი სკოლის სახელით ფინალშიც გავიდა. ოზურგეთში ავტორიზებული სკოლების რიცხვს, სრულიად დამსახურებულად, დიდი შრომის შედეგად, შეუერთდა ჩვენი სკოლაც, ესეც ძალიან საამაყოა. როგორც მოგეხსენებათ, სკოლა მცირეკონტიგენტიანია და, ფაქტობრივად, ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. ჩემთვის მთავარი მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაა, ყველამ თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნოს. თითეულ მოსწავლეს მთელი კოლექტივი გვერდში ვუდგავართ და ვემეგობრებით, რადგან კეთილგანწყობა თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით მიიღწევა. ამიტომ, სკოლაში ოჯახური გარემოა და ეს ძალიან მახარებს“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

გასული სასწავლო წელი მოსწავლეთა შედეგებითაც აღსანიშნავი აღმოჩნდა: 15-მა მოსწავლემ დაასრულა სკოლა, მათგან 6-მა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩააბარა და მაღალი ქულები მიიღო, დანარჩენებმა კი პროფესიული განათლების გზა აირჩიეს.

დირექტორი მათ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ყველა მხოლოდ უმაღლესი განათლებისკენ ისწრაფოდეს - პროფესიის დაუფლება და პრაქტიკული ცოდნის მიღებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„წელს 15 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა და აქედან 6-მა მოსწავლემ საკმაოდ კარგი ქულებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, დანარჩენებმა კი პროფესიული სასწავლებლები აირჩიეს, მართლაც, მახარებს მათი გადაწყვეტილება, რადგან ის ტენდეცია,რომ ყველა უმაღლესდამთავრებული უნდა იყოს არა მართებული, ძალიან ნიჭიერი ბავშვები, პრაქტიკული ჭკუით იღებენ გადაწყვეტილებას და ეუფლებიან პროფესიას“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდებს უსურვებს არჩეულ პროფესიებს წარმატებით დაეუფლონ და ქვეყნის სამსახურში ღირსეულად ჩადგნენ. 

„ჩვენს საამაყო ახალგაზრდა თაობას ვუსურვებ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, ისწავლონ, იშრომონ, კარგად დაეუფლონ იმ პროფესიას, რომელიც აირჩიეს და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს“,- დასძენს  მალხაზ სამსონია.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

თბილისის მერიამ სტუდენტთა დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყო - ყველა დეტალი ცნობილია

 

შეგროვდება მონაცემებისაბავშვო ბაღების თანამშრომლებზე, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებზე - დეტალები კანონითაა განსაზღვრული

ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას

 

 

 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

განვითარებული კოგნიტური შესაძლებლობები, ემოციური არასტაბილურობა - მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორია მკარი დედების გავლენა ბავშვებზე 

სიახლეები
საზოგადოება